Georgian
Russian
Kurmanji
English

სიახლეები

ახალი წლის აღნიშვნის ტრადიციები

2017-12-30

ახალი წელი - დღესასწაული რომელსაც ჩვენ ეზიდები ყოველთვის ავღნიშნავთ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ხალხებთან ერთად - საქართველოში, სომხეთში, რუსეთში და ა.შ. სხვადასხვა რელიგიებს აქვთ თავიანთი კალენდარი რომლის მიხედვითაც აღნიშნავენ თავიანთ დღესასწაულებს და ასევე ახალ წელსაც. არსებობს ებრაული ახალი წელი როშ ჰა-შანა რომელიც სექტემბერში აღინიშნება. ჩინური ახალი წელი აღინიშნება თებერვლის დასასრულს. ასევე არის ირანული ახალი წელი და მას  ნოურუზს უწოდებენ. იგი აღინიშნება 21 ან 22 მარტს. ახალი წელი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ძველი დღესასწაულია დედამიწაზე. მას აღნიშნავენ სხვადასხვანაირად და სხვადასხვა დროს. მაგრამ ამ დღესასწაულს აკავშირებს ერთი აზრი რომ ამ დღეს მიდის ძველი სამყარო და მის ნაცვლად ახალი სამყარო (წელი) იბადება. ახალი წლის შეხვედრის ტრადიცია ჯერ კიდევ შორეულ წარსულში წარმოიშვა და ეს განაპირობებულია ადამიანის შეგრძნებით რომ სამყარო პერიოდულად განახლებას საჭიროებს. ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია ძველ მესოპოტამიას უკავშირდება და ძვ.წ. მესამე ათასწლეულიდან იღებს სათავეს. აქ მას გაზაფხულის ბუნიობის პერიოდში აღნიშნავდნენ. ანტიკური ლეგენდების თანახმად, სწორედ ამ პერიოდში,  ცის კეთილი ღმერთი მარდუკი ამარცხებს დრაკონ ტიამატს - მსოფლიო ქაოსის სიმბოლოს, კვეთს მის სხეულს ორ ნაწილად, ქვედა ნაწილიდან ქმნის მიწას, ზედა ნაწილიდან კი ცას. ხოლო დემონ კინუს სისხლისგან ადამიანს ქმნის. მესამე საუკუნეში, ქრისტიანმა ისტორიკოსებმა ახალი წლის დასაწყისად პირველი მარტი მიიჩნიეს. მაგალითად, ინგლისში, ახალ წელს დიდ ხანს ხვდებოდნენ 25 მარტს და მხოლოდ XVIII საუკუნის 50-იან წლებში ის გადმოიტანეს 1 იანვარს. საფრანგეთის ტერიტორიაზე 420-752 წლებში ახალი წლის პირველ დღედ ითვლებოდა პირველი მარტი და მხოლოდ კარლ XI დროს იგი გადმოიტანეს პირველ იანვარს. თუმცა 1 იანვარი ჯერ კიდევ იულიუს კეისარმა "დააკანონა" წლის დასაწყისად, ეს დღე, ძველ რომში ეძღვნებოდა იანუსს - არჩევნებისა და ყოველი საწყისის ღმერთს. იანვრის თვემ სწორედ იანუსუსგან მიიღო თავისი სახელწოდება, რომელსაც გამოსახავდნენ ორი სახით: ერთი იყურებოდა წინ, მეორე - უკან. ახალი წლის დღეს მიღებული იყო ერთმანეთისთვის საჩუქრების ჩუქება: ასაჩუქრებდნენ ხილით, კენკრით, სპილენძის მონეტებით და ა.შ.

ძველ რუსეთში ახალი წელი იწყებოდა მარტში - ახალი მთვარის დღეს, გაზაფხულის ბუნიობის პერიოდში (იულიუსის კალენდრის თანახმად). და მხოლოდ 1700 წლიდან პეტრე პირველის ბრძანების თანახმად (20 დეკემბერი 1699) რუსეთში ახალი წლის აღნიშვნა დაიწყეს ისევე, როგორც სხვა ევროპის ქვეყნებში, 1 იანვარს. 1919 წლიდან რუსეთში ახალი წლის დღესასწაულის აღნიშვნა დაიწყეს გრიგორის კალენდრით. 1939 წლიდან საბჭოთა კავშირში ახალი წლის აღნიშვნას მიენიჭა სახელმწიფო სტატუსი და ეს დღესასწაული გახდა საერო. მაგიტომ მას აღნიშნავდა ყველა ეროვნების და რელიგიის ადამიანი - ქრისტიანი, მუსლიმი, იუდეველი, ეზიდი, ბუდისტი და სხვა. ეზიდები, რომელთა ისტორიულ აკვნად ითვლება ზედა მესოპოტამია (ახლანდელი ერაყი, სირია, თურქეთი) დღესაც მიჰყვებიან თავიანთ ძველ რელიგიურ ტრადიციას, რომელიც მოდის მესოპოტამიიდან და აღნიშნავენ ახალ წელს გაზაფხულზე, მარტი-აპრილი და ამას ბუნების გამოღვიძებას უკავშირებენ. ყველაფერთან ერთად ჩვენ დღეს, ისევე როგორც სხვა პოსტსაბჭოთა სივრცის ხალხები, აღვნიშნავთ მსოფლიო დღესასწაულს და ის ჩვენთვის, ეზიდებისთვის ითვლება საერო დღესასწაულად.

წინა გვერდი 

დღესასწაულები და ღონისძიებები

2018 წ.

    სექტემბერი    

ორშ

სამ

ოთხშ

ხუთ

პარ

შაბ

კვ

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

25 სექტემბერი 2018

ბოლო სიახლეები

2018-08-17 - ეზიდთა სასულიერო საბჭო მადლობას უხდის ყველას ვინც მონაწილეობა მიიღო ტაძრის მშენებლობაში

2018-08-03 - თბილისში სამგლოვიერო ღონისძიებები ჩატარდა

2018-08-02 - 03.08.2014 - ეზიდთა გენოციდის დღე შანგალში (ერაყი)

2018-07-28 - ეზიდურ ტაძარს სტუდენტები ეწვივნენ

2018-07-17 - კონფერენცია "ინტერრელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის"

2018-06-20 - თბილისში ტავაფა ეზიდის დღესასწაული ჩატარდა

2018-05-27 - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

ვებ-გვერდი მომზადდა საქართველოში ეზიდთა სასულიერო საბჭოს მიერ, „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. ვებ-გვერდზე მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის ორგანიზაციის წევრებს და არ უნდა აღიქმებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაეროს ასოციაციის პოზიციად.