Georgian
Russian
Kurmanji
English

საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭო

2017-12-03

ეზიდთა სასულიერო საბჭო საქართველოში დაარსებულა 2011 წელს და დარეგისტრირებულია როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი. არის დამოუკიდებელი რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც 2020 წ. ეზიდთა სულიერი ლიდერის მარგაჰის ახტიარის, ბაბა შეიხი ხატო ჰაჯი ისმაილის ლოცვა-კურთხევით საქართველოს საახტიაროდ არის გამოცხადებული. საქართველოს საახტიარო მოქმედებს წესდების და რელიგიური კონსტიტუციის (შიდა დოკუმენტი) შესაბამისად.

საბჭო ახორციელებს რელიგიურ, სასულიერო-საგანმანათლებლო და კულტურულ მოღვაწეობას.

რეზიდენცია – ეზიდის ტაძარი თბილისში.

2011 - 2014 საბჭოს წინამძღვარია (რებარი) – შეიხი ნადრი ალოიანi

2014 წლიდან საბჭოს წინამძღვარია (2020 წლიდან ახტიარი) – ფირ დიმა (დიმიტრი ფირბარი)

 

საბჭოს ძირითადი სტრუქტურა შედგება ორი რგოლისაგან:

•  ეზიდთა სასულიერო საბჭოს წევრები

•  სასულიერო პირთა საბჭო 

•  საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს წინამძღვარი და სასულიერო პირთა საბჭოს თავმჯდომარე (ახტიარი)

•  გამგეობა (დივან) 7 წევრისგან (ამჟამად)

•  გამგეობის თავმჯდომარე 

 


•  უხუცესთა საბჭო
•  კულტურის ცენტრი
•  ეზიდური კვლევების ცენტრი
•  მრევლი

ეზიდთა სასულიერო პირთა საბჭოს წევრები: დიმიტრი ფირბარი (ახტიარი) ნადრი ალოიანი (რებარი, შეიხი), ნური შეხნამატი (რებარი, შეიხი), ზაურ ფეროიანი (ფირი), თეიმურაზ ბაბაიანი (შეიხი), ბადრ ჩოლოიანი (შეიხი)/

გამგეობის წევრები: როსტომ ამადოვი (თავმჯდომარე), დიმიტრი ფირბარი (ფირი), თორნ ალოიანი (შეიხი), თამაზ ასოევი (მრიდი), ნორიკ მირზოევი (მრიდი), ალიხან ბაბაევი (მრიდი), სპარტაკ არაბოვი (მრიდი). 

ეზიდური კულტურის ცენტრის დირექტორია რაფაელ აჯამიანი.

 

ეზიდთა სასულიერო საბჭოს მოღვაწეობის სფეროები:

2011 წლიდან სასულიერო-საგანმანათლებლო მოღვაწეობა. მშობლიური ენის, ისტორიის და რელიგიის შემსწავლელი კურსები. ეზიდი მომლოცველების ლალიშში ჩაყვანა.

წიგნების, ბროშურების და კალენდრების გამოცემა.

ეზიდური ბიბლიოთეკის და არქივის შექმნა.

რელიგიური, კულტურურლი და საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარება.

თანამშრომლობს საქართველოს ხელისუფლებასთან.

თანამშრომლობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსთან და სხვა რელიგიურ თემებთან.

თანამშრომლობს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის რელიგიათა საბჭოსთან.

2014 წლის ერაყში მომხდარი ეზიდთა გენოციდის შემდეგ ეზიდთა სასულიერო საბჭო ეწევა აქტიურ მოღვაწეობას, რათა მსოფლიო საზოგადოებას გააცნოს ერაყელი ეზიდების პრობლემატიკა.

ეზიდთა სასულიერო საბჭომ საქართველოში დიმიტრი ფირბარის ხელმძღვანელობით დაამყარა მეგობრული ურთიერთობები სხვადასხვა რელიგიების სულიერ ლიდერებთან, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.

წინა გვერდი 

დღესასწაულები და ღონისძიებები

2024 წ.

    მარტი    

ორშ

სამ

ოთხშ

ხუთ

პარ

შაბ

კვ

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31

19 მარტი 2024

ბოლო სიახლეები

2024-03-16 - საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს და ეზიდური კულტურის ცენტრის ერთობლივი განცხადება

2023-07-07 - ეზიდთა სასულიერო საბჭოს განცხადება ტრადიციული ოჯახური ფასეულობების შესახებ

2023-03-16 - კლოჩა სარე სალეს დღესასწაული

2022-12-31 - გილოცავთ ახალ 2023 წელს!

2022-12-31 - კალენდარი - 2023

2022-06-26 - საქართველოს ახტიარის სიტყვა - 12.06.2022

2022-05-31 - შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში