Georgian
Russian
Kurmanji
English

სიახლეები

ბაბა შეიხ ხატოს ხსოვნისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო ღვთისმსახურება

2020-10-05

4 ოქტომბერს თბილისში, ეზიდურ ტაძარში ჩატარდა მსოფლიო ეზიდთა წინამძღოლის, მარგაჰის ახტიარის, ბაბა შეიხ ხატო ჰაჯი ისმაილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო ღვთისსამსახურება. ლიტურგიის შემდეგ ეზიდური კულტურის ცენტრში ჩატარდა ხსოვნის საღამო. გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ ეზიდური თემის წარმომადგენლები და აგრეთვე საქართველოს საზოგადო და რელიგიური მოღვაწეები. ეზიდთა სასულიერო პირებმა ღვთისმსახურება აღასრულეს, რის შემდეგაც, საქართველოს ახტიარმა ფირ დიმიტრი ფირბარიმ ისაუბრა ბაბა შეიხ ხატოს ღვაწლზე. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია II-ის სახელით, ღონისძიებაზე სამძიმრის სიტყვა წარმოთქვა საქართველოს საპატრიარქოს საგარეო კავშირების განყოფილების მოადგილემ მამა მიქაელმა, ხოლო ვატიკანის საგანგებო ელჩმა, ჟოზე აველინ ბეტენკურმა, თავის გამოსვლაში გაიხსენა ბაბა შეიხ ხატოს ვიზიტი ვატიკანში და მიუსამძიმრა ყველა ეზიდს. სამძირმრის სიტყვით გამოვიდა, საქართველოს ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესიის წინამძღვარი, თბილისის მიტროპოლიტი მალხაზ სონღულაშვილი. მან გაიხსენა თავისი ვიზიტი ლალიშში 2018 წელს და ბაბა შეიხთან შეხვედრის დეტალები,  შემდეგ კი ისაუბრა ბაბა შეიხის ღვაწლზე და მისი მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე. სამძიმრის სიტყვით აგრეთვე წარსდგა საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი შეიხი მირთაგ ასადოვი. მწუხარება გამოთქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ სოზარ სუბარმა. ბაბა შეიხისათვის უკანასკნელი პატივის მისაგებად ეზიდთა სასულიერო საბჭოში შემოვიდა უამრავი წერილი, სხვადასხვა რელიგიური და საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან, სადაც გამოხატული იქნა წუხილი ბაბა შეიხის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

 

 

 

წინა გვერდი 

დღესასწაულები და ღონისძიებები

2021 წ.

    იანვარი    

ორშ

სამ

ოთხშ

ხუთ

პარ

შაბ

კვ

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31

16 იანვარი 2021

ბოლო სიახლეები

2020-12-30 - გილოცავთ ახალ 2021 წელს!

2020-12-26 - ეზიდის ტაძარში აიდა ეზიდს მიძღვნილი სადღესასწაულო მსახურება მრევლის გარეშე ჩატარდა.

2020-12-26 - ეზიდებმა ბელინდა ფირ აფატის დღესასწაული აღნიშნეს

2020-12-26 - 2021 წლის რელიგიური კალენდარი

2020-12-26 - რომის პაპმა ფრანცისკემ ეზიდებს მშვიდობა უსურვა

2020-11-23 - საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს განცხადება

2020-10-08 - საქართველოს პრეზიდენტის სამძიმრის წერილი

ვებ-გვერდი მომზადდა საქართველოში ეზიდთა სასულიერო საბჭოს მიერ, „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. ვებ-გვერდზე მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის ორგანიზაციის წევრებს და არ უნდა აღიქმებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაეროს ასოციაციის პოზიციად.