ეზიდური ყავლების მთარგმნელის წინასიტყვა წიგნიდან "მარგალიტის საიდუმლო"
ავტორი: დათო ბარბაქაძე
საკაცობრიო სულიერი კულტურის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარი – ეზიდური რელიგიის წმინდა ტექსტები, რომლებიც იმავდროულად შექმნილია ლექსებად, კლასიკური აღმოსავლური პოეზიის ბრწყინვალე ნიმუშებია. ეზიდები მათ ყავლებს უწოდებენ. მათი უმრავლესობა საუკუნეთა განმავლობაში ზეპირად გადაეცემოდა თაობიდან თაობას. მხოლოდ გვიან, მე-19 საუკუნის მიწურულს, მოხდა მათი ჩაწერა. |