ამ ტაძრის დაფუძნების ზუსტი თარიღი უცნობია. აგებულია ს. ბაჰზანთან ახლოს არსებული გამოქვაბულის გვერდით და მიძღვნილია ეზიდ წმინდანს შეხუბაქრს, რომელიც შიხადის ერთგული მიმდევარი იყო. ის ითვლება შიხადისა და მისი მიმდევრებს შორის შუამავლათ. შეხუბაქრი ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდა და ეზიდები დიდი პატივისცემით ეპყრობიან მას. ტაძარი აგებულია ტრადიციულ ეზიდურ არქიტექტურულ სტილში, აწვს კონუსებური წახნაგოვანი გუმბათი. 20 ს. ბოლოს ჩაუტარდა რესტავრაცია.
დაარსების თარიღი უცნობია. ტაძარი აგებულია ეზიდი შიხადის ერთგული მოსწავლის, წმინდანის ფირ ბუბის საპატივცემოთ. ცნობილია, რომ ფირ ბუბი შიხადიმ წარგზავნა ბაჰზანში ჭეშმარიტი გზის საგადაგებლად. შესრულებულია ეზიდურ კლასიკურ არქიტექტურულ სტილში, აქვს კონუსებური და წახნაგოვანი ფორმის გუმბათი. 20 ს. იყო რესტავრირებული. მასთან არსებობდა ბიბლიოთეკა და ფუნქციონირებდა რელიგიური სკოლა. 2014 წელს ისლამური სახელმწიფოს მიერ იყო აფეთქებული.
დაარსების თარიღი უცნობია. ტაძარი აგებულია წმინდანის შეხ მანდის საპატივცემოთ, რომელიც გველების მფარველად ითვლება. გველი ძველ კულტურებში სიბრძნის სიმბოლოდ ითვლებოდა. აქვს კვადრატული ფორმა და განსხვავებული არქიტექტურა. კარიბჭესთან გველია გამოსახული.
დაარსებულია დაახლოებით 13 ს. 20 ს. ტაძრის ნაწილი ჩამოინგრა და 2011 წელს ჩაუტარდა რესტავრაცია. მაჰმარაშანი – შიხადის ერთერთი გამოჩენილი და ერთგული თანამებრძოლი. აგებულია ეზიდურ კლასიკურ არქიტექტურულ სტილში, აქვს კონუსებური და წახნაგოვანი ფორმის გუმბათი. ტაძარში დასვენებული მაჰმარაშანის წმინდა ნაწილები და გამოსახულია მისი სიმბოლო – ლომი. ტაძარი მდებარეობს მაყლუბის მთასთან და აპრილის თვეში არის ტაძრის მომლოცველობის დღეები.