დაიბადა 1928 წლის 28 ოქტომბერს ქ. თბილისში მუშის ოჯახში. 1937 წ. 1948 წ. დაამთავრა თბილისის მე-100 საშუალო რუსული სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიოლოგიის ფაკულტეტზე. ის იყო პირველი სტუდენტი ეზიდი ქალი. 1953 წ. დაამთავრა აღნიშნული ფაკულტეტი, იმავე წელს მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ბოტანიკის კათედრაზე ლაბორანტის ტანამდებობაზე. 1954 წ. ჩაირიცხა მარქსიზმ-ლენინიზმის უნივერსიტეტში საღამოს განყოფილებაზე, რომელიც დაამთავრა 1956 წელს. 1959 წელს ჩააბარა ასპირანტურაში (დაუსწრებელი განყ-ბა), რომელიც დაამთავრა 1963 წელს. 1976 წელს დისერტაცია დაიცვა ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხზე და ის პირველი ეზიდი ქალია, რომელიც ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი გახდა. 1971 წელს ამავე კათედრაზე მუშაობას იწყებს დოცენტის თანამდებობაზე.
დაიბადა 1941 წლის 15 აგვისტოს ქ. თბილისში ეზიდურ ოჯახში. 17 წლის ასაკში იგი ჭადრაკით დაინტერესდა. გახლდა სპორტის ოსტატის კანდიდატი, ჭადრაკის საერთაშორისო კლასის სპეციალისტი.
პირველი ტავისი ამოცანა გამოაქვეყნა 1962 წელს, სპორტულ გაზეთში ლელო. სულ შესული იყო 200 ამოცანა, უპირატესად მინიატურული სახით. Mისი ამოცანები ქვეყნდებოდა ბელგიაში, იუგოსლავიაში, გერმანიაში, პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში, რუმინეთსა და საბჭოთა კავშირში.
იგი წარმოადგენდა პირველ საჭადრაკო სპეციალისტი ეზიდთა შორის. არაერთხელ დაჯილდოვდა ქების სიგელითა და ორდენით. მის მიერ შედგენილ კართოტეკაში შესულია 25000 მინი ამოცანა.
1975 წელს მუშაობდა თბილისში სამგორის რაიონის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში მწვრთნელად. აღზარდა 700-ზე მეტი მოჭადრაკე-თანრიგოსანი, საერთაშორისო ოსტატები. მათ შორისაა მირანდა ხორავა და სერგო მოვსესიანი.
დაიბადა 1922 წლის 30 დეკემბერს თეზიხრაბის სოფელში (სომხეთი), ვანის ვილაიეთიდან (ოსმალეთის იმპერია) დევნილი მამე ბაბაევის ძე რასოევისა და ზოზან მსტოევის ასული რასოევის ეზიდურ ოჯახში.
1941 წელს დაამთავრა მე-9 ვაჟთა საშუალო სკოლა ქ. თბილისში.
1943-1945 წწ. მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში, რომლის დროსაც 1944 წელს დაჯილდოვდა მედლით, როგორც ნაღმოსანთა ქვედანაყოფის მეთაური.
1952 წელს დაამთავრა ა. პუშკინის სახელობის ინსტიტუტის პედაგოგიური ფაკულტეტი, ხოლო 1961 წელს კი - მოსკოვის დაუსწრებელი ლექტორიის ჟურნალისტიკისა და ფოტორეპორტაჯის ფაკულტეტი.
დაიბადა 1934 წლის 26 სექტემბერს ქ. თბილისში, მუშის ოჯახში. მჰე მამო (მერიმ მამოევი) და ხაზალ მამოს ასული მამოევი 1914 წელს, სხვა ეზიდებთან ერთად ვანის ვილაეთიდან გამოიქცნენ. ვახმედ მერიმეს ძე მამოევი სწავლობდა ქ. თბილისის მე-3 ვაჟთა რკინიგზის დაწყებით სკოლაში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1948 წელს. შემდეგ შევიდა 4 ახალგაზრდა მუშათა საშუალო სკოლაში და ისიც წარმატებით დაამთავრა. სწავლის პერიოდში მიღებული აქვს მრავალი სიგელი წარმატებებისა და სანიმუშო ყოფაქცევისათვის. 1968 წელს ჩააბარა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიულ ფაკულტეტზე. 1978 წელს წარმატებით დაამთავრა საქართველოს შრომის წიტელი დროშის ორდენოსანი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, აგრომელიორაცია სპეციალობით და მიენიჭა მეცნიერი აგრონომის კვალიფიკაცია.
მსოფლიოში პირველი ეზიდი ეთნოგრაფი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი.
დაიბადა 1940 წლის 17 იანვარს ქ. თბილისში ფარე (ბორის) ბემალის ძე ფაშაევისა (დიდი სამამულო ომის მონაწილე) და გიაზო (გალინა) ალიევის ასული ავდოევას ოჯახში.
1957 წელს დაამთავრა ქ. თბილისის №44-ე საშუალო სკოლა.