Georgian
Russian
Kurmanji
English

События и праздники

17.003.2021

კლოჩა სარე სალე

17 მარტს ეზიდები კლოჩა სარე სალეს დღესასწაულს აღნიშნავენ.კლოჩა სარე სალე ითარგმნება, როგორც ახალი წლის პასკა და ეს დღესასწაული მარტის თვის პირველ ოთხშაბათს/ხუთშაბათს აღინიშნება. უნდა ითქვას, რომ ეზიდური რელიგიური კალენდრის მიხედვით ახალი წელი აპრილის (ნისანის თვის) პირველ ოთხშაბათს უნდა ემთხვეოდეს, თუმცა სარჰადის ეზიდებთან მარტის შუა რიცხვებში გზაფხულის დღესასწაულია, რომლიც ახალი წლის დახვედრის სიმბოლოა. კლოჩის დღესასწაულზე ეზიდები ერთ დიდ ნამცხვარს (კლოჩ) და ბევრ პატარა ქადას აცხობენ. კლოჩისთვის მოზელილ ცომში დიასახლისი მძივს ათავსებს, რის მერეც ფურნეში დებს. მეორე დღის დილას ოჯახის წევრები ნამცხვრის გარშემო იკრიბებიან და ოჯახის უფროსი ღვთის ხსენების შემდეგ ნამცხვარს შუაში ორად ჰყოფს და ამას ხატა ჯოტს (გუთნის კვალს) უწოდებენ. შემდეგ ერთ მხარეს ანგელოზებსა და წმინდანების სახელზე შვიდ ნაჭრად ჭრის. მაგალითად: ჰაფტ მერე დივანე (შვიდი ანგელოზი), ხუდანე მალე (ოჯახის მფარველი), მემე შვან (მწყემსი მამე, ცხვრების და თხების მფარველი), გავანე ზარზა (მწყემსი ზარზა – მსხვილფეხა რქოსანი საქონლის მფარველი), ხატუნა ფახრა (ქალებისა და ბავშვების მფარველი) და ა.შ.მეორე მხარე ოჯახის წევრების სახელზე იჭრება. ითვლება, რომ ვისაც მძივი წილად ხვდება მასზე იქნება დამოკიდებული წელი.

Предыдущая страница 

События и праздники

2021 г.

    Март    

Пн

Вт

Ср

Чт

Пт

Сб

Вс

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31

10 Май 2024

Видеоматериалы

Тавафа Эзид/Тбилиси-2016

2018-02-27

Тавафа Эзид/Тбилиси-2016

Тавафа Эзид/Тбилиси-2016 

Подробнее  

Фотоматериалы

Сарсал (Чаршама Сарсале) - 17.04.2018

2018-04-18

Сарсал (Чаршама Сарсале) - 17.04.2018

Подробнее