მერობის კანდიდატი კახი კალაძე ეწვია თბილისის ეზიდურ ტაძარს
2017 წლის 18 ოქტომბერს, თბილისის „ზიარატა ეზიდის“ ეზიდურ ტაძარს ეწვია პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე. კანდიდატი და მისი თანმხლები პირები ეზიდთა სასულიერო საბჭოს წევრებს შეხვდნენ. ტაძრის მონახულების შემდეგ, სტუმრებს კეთილი მობრძანების სიტყვით მიმართა ეზიდთა სასულიერო საბჭოს წინამძღვარმა, დიმიტრი ფირბარიმ.
ეზიდთა სასულიერო საბჭოს მილოცვა “ჯამაია შიხადის” დღესასწაულსთან დაკავშირებით
6 ოქტომბერს დაიწყო ლალიშში მომლოცველობის დღესასწაული „ჯამაია შიხადი“, რომელიც დასრულდება 13 ოქტომბერს. ეზიდური წმინდა ყავლების თანახმად, შიხადი არის განკაცებული ღმერთი. შიხადიმ დაგლოცოთ ყველა! ეზიდთა სასულიერო საბჭო საქართველოში ყველა ეზიდს ულოცავს „ჯამაია შიხადი“-ს დღესასწაულს. ყველას ვუსურვებთ ძლიერ რწმენას და კეთილდღეობას!
თბილისის ეზიდურ სასაფლაოზე ეზიდური სამლოცველო აშენდება
თბილისი (10.09.2017) - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მეოთხე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ: მართლმადიდებელი ეკლესიის, ლუთერული ეკლესიის, კათოლიკური ეკლესიის, ეზიდთა თემისა და მუსლიმთა თემის წარმომადგენლები.
ეზიდთა სასულიერო საბჭოს წარმომადგენლები თელავის ეზიდებს ესტუმრნენ
თელავი (10/09/2017) – ეზიდთა სასულიერო საბჭომ საქართველოში თელავის ეზიდთა თემი მოინახულა და გადასცა მათ ლიტერატურა ეზიდური რელიგიის შესახებ. სასულიერო საბჭოს გადაწყვეტილებით ყოველწლიურად შეასრულებენ ასეთ გასვლებს რეგიონებში მცხოვრებ ეზიდებთან. ასეთი ღონისძიებების მიზანია – ეზიდური სარწმუნოების ქადაგება და გასაუბრება რელიგიის თემაზე. უკვე მეორე წელია რაც ეზიდი სასულიერო პირები ჩადიან თელაველ ეზიდებთან.