ეზიდურ ტაძართან არსებული მშობლიური ენის კურსების მოსწავლეებმა თბილისის ცენტრი და ზოოპარკი მოინახულეს. ეკსკურსია ქალაქის ღირშესანიშნაობების გაცნობის მიზნით ეზიდთა სასულიერო საბჭომ და ეზიდური კულტურის ცენტრმა მოაწყეს.
თბილისის ეზიდურ ტაძარში წმ. ხიდირაილასის და ხიდრნაბის დღესასწაული აღნიშნეს
16 თებერვალს თბილისის ეზიდურ ტაძარში ღვთისმსახურება ჩატარდა, რომელიც წმინდანებს ხიდირაილასს და ხიდირნაბის მიეძღვნა, რის შემდეგაც ტაძართან არსებულ კულტურის ცენტრში ქადაგება და ფილმის ჩვენება გაიმართა.
ყველა ეზიდს ვულოცავთ "აიდა ჩლე ზევესტანეს". წარმატებებსა და კეთილდღეობას გისურვებთ. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ეზიდები ზამთრის ორმოცდღიანი მარხვის დასრულებას, ჩლე ზევესტანეს ზეიმობენ.
ეროვნულ მუზეუმში გამოფენა გაიხსნა სახელწოდებით – „რელიგიები საქართველოში“
დღეს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ერთად, გახსნა გამოფენა – „რელიგიები საქართველოში“.
საქართველოს ლიდერებმა ეზიდურ თემს ახალი წელი მიულოცეს
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მისალოცი წერილები გაუგზავნეს ეზიდთა სასულიერო საბჭოს საქართველოში, რომელშიც ეზიდურ თემს ულოცავენ ახალ წელს.
ახალი წელი - დღესასწაული რომელსაც ჩვენ ეზიდები ყოველთვის ავღნიშნავთ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ხალხებთან ერთად - საქართველოში, სომხეთში, რუსეთში და ა.შ. სხვადასხვა რელიგიებს აქვთ თავიანთი კალენდარი რომლის მიხედვითაც აღნიშნავენ თავიანთ დღესასწაულებს და ასევე ახალ წელსაც. არსებობს ებრაული ახალი წელი როშ ჰა-შანა რომელიც სექტემბერში აღინიშნება.
ეზიდთა სასულიერო საბჭოს 2017 წ. შემაჯამებელი თათბირი გაიმართა
24 დეკემბერს ეზიდთა სასულიერო საჭოს მიმდინარე წლის შემაჯამებელი თათბირი გაიმართა. თათბირზე განიხილეს 2017 წელს ჩატარებული ღონისძიებები და განხორციელებული პროექტები. სასულიერო საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა როსტომ ამადოვმა და ხაზინადარმა თამაზ ასოევმა ფინანსური ანგარიში წარუდგინეს სასულიერო საბჭოს გამგეობის წევრებს...
ეზიდთა სასულიერო საბჭოს წინამძღვარმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილე მიულოცა
დღეს ფუნიკულიორის დარბაზში მთაწმინდაზე გაიმართა მიღება მიძღვნილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი სასულიერო პირები...
დღეს თბილისის ეზიდთა ტაძარში ეზიდური დღესასწაული „აიდა ეზიდ“-ს მიძღვნილი მსახურება ჩატარდა. „აიდა ეზიდი“ დეკემბრის პირველ პარასკევს (აღმოსავლური, იულიანური კალენდრით) აღინიშნება. ამ დღესასწაულს წინ უძღვის სამდღიანი მარხვა „როჟიე ეზიდ“.
ეზიდთა სასულიერო საბჭოს წინამძღვარი საბერძნეთის ელჩს შეხვდა
14.12.2017 – ეზიდთა სასულიერო საბჭოს წინამძღვარი დიმიტრი ფირბარი და აღმასრულებელი დირექტორი როსტომ ამადოვი შეხვდნენ საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დიმიტრიოს კარაბალისს. მხარეებმა საბერძნეთში მყოფი ეზიდი დევნილების მდგომარეობის შესახებ ისაუბრეს.