პროფესიული რელიგიური განათლების დაწესებულება „ეზიდური თეოლოგიური აკადემია“ აცხადებს მიღებას მათთვის ვისაც სურს სათანადო ცოდნა მიიღოს ეზიდური თეოლოგიის სფეროში. საბუთების მიღება ხორციელედება ა.წ. 1 მარტამდე.
ეზდითა სასულიერო საბჭო საქართველოში აცხადებს მიღებას ეზიდური რელიგიის, ისტორიის, მშობლიური ენის კურსებზე. სწავლა იწყება 12 იანვარს 13:00 საათზე. კურსები ჩატარდება ყოველ შაბათ-კვირას.
ეზიდთა ახალგაზრდებმა გერმანიიან ეზიდური ტაძარი მოილოცეს
29 ნოემბერს თბილისის ეზიდთა ტაძარს გერმანიიდან ეზიდი ახალგაზრდების დელეგაცია ეწვია, რომელსაც ილიას იანჯი ხელმძღვანელობდა. დელეგაცია ახალგაზრდთა გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა საქართველოში.
03.08.2014 - ეზიდთა გენოციდის დღე შანგალში (ერაყი)
ავტორი:რუსტამ რზგოიან
2014 წლის 3 აგვისტოს დღემდე გაუგებარი მიზეზების გამო ქურთული პეშმარგა სინჯარიდან გავიდა, მოსახლეობის ევაკუაცია და გაფრთხილება არ განხოლციელდა. სინჯარში დაიშის ბოევიკები შეიჭრნენ.
25 ივლისს თბილისის ეზიდთა ტაძარს მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის მოსწავლეები ესტუმრნენ. სტუმრებს ეზიდთა სასულიერო საბჭოს წინამძღვარმა დიმიტრი ფირბარიმ უმასპინძლა და ეზიდური რელიგიის შესახებ ესაუბრა.
17 ივლისს, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ გამართა საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ მესამე კონფერენცია თემაზე - „ინტერრელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის“ – „რელიგიების როლი საქართველოში - 1918-2018 წ.წ.
10 ივნისს თბილისის ეზიდთა ტაძარში „ტავაფა ეზიდის“ სატაძრო დრესასწაული გაიმართა. ამასთან დაკავშირებით ღვთისმსახურება ჩატარდა და ტაძრის გუმბათის წვერზე ფერადი ქსოვილებისგან მომზადებული ძღვენი აღიმართა.