Georgian
Russian
Kurmanji
English

Conversations

გადაწყვეტილება ადრეულ ასაკში ქორწინების შესახებ

2019-05-09

 ეზიდთა სასულიერო საბჭო საქართველოში

 

ამონაწერი სხდომის ოქმიდან

 

...ეზიდური ტრადიციის თანახმად, ახალგაზრდები ქორწინდებოდნენ ადრეულ ასაკში. კონკრეტული ასაკი არ იყო განსაზღვრული, თუმცა მნიშვნელოვანი იყო მომწიფების ნიშნები ჰქონოდა გოგოს და ბიჭს. სასულიერო საბჭოს გამგეობის წევრებმა იმსრჯელეს თანამედროვე მდგომარეობაზე. იყო გამოთქმული აზრი, რომ ადრეული ქორწინება ხშირად იწვევს ახალგაზრდა გოგონების ჯანმრთელობის გაუარესებას და ასევე ახალგაზრდებს არ აქვთ გააზრებული თუ რა პასუხისმგებლობას იღებენ თავის თავზე ქორწინებისას. ბოლო დროს ამ თემაზე საქართველოს საზოგადოებაში და სხვადასხვა რელიგიურ თემებში ხშირად საუბრობენ, ვინაიდან ეს საკითხი სახელმწიფო დონეზეც განიხილებოდა. ეზიდთა სასულიერო საბჭო იზიარებს იმ აზრს რომ ქორწინების ასაკი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კანონს.

ეზიდთა სასულიერო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება რომ „მაჰრბრინ“ ანუ ქორწინების კურთხევა არ შესრულდეს თუ ახალგაზრდას არ შეუსრულდა 18 წელი.

გადაწყვეტილება მიღებულიქნა ერთხმად.

 

08.01.2017

თბილისი/ეზიდის ტაძარი

 

 

Previous Page 

Events and Holydays

2023 Y

    March    

Mon

Tue

Wed

Thu

Fri

Sat

Sun

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31

21 March 2023

Recent news

 -