Georgian
Russian
Kurmanji
English

მარხვა და დღესასწაულები

კლოჩე სარე სალე

2017-12-03

კლოჩა სარე სალე ითარგმნება, როგორც ახალი წლის პასკა და ეს დღესასწაული მარტის თვის პირველ ხუთშაბათს აღინიშნება. უნდა ითქვას, რომ ეზიდური რელიგიური კალენდრის მიხედვით ახალი წელი აპრილის (ნისანის თვის) პირველ ოთხშაბათს უნდა ემთხვეოდეს, თუმცა სარჰადის ეზიდებთან ამ დღემ ერთი თვით წინ, მარტში გადმოიწია.
კლოჩის დღესასწაულზე ეზიდები ერთ დიდ ნამცხვარს (კლოჩ) და ბევრ პატარა ქადას აცხობენ. კლოჩისთვის მოზელილ ცომში დიასახლისი მძივს ათავსებს, რის მერეც ფურნეში დებს. მეორე დღის დილას ოჯახის წევრები ნამცხვრის გარშემო იკრიბებიან და ოჯახის უფროსი ღვთის ხსენების შემდეგ ნამცხვარს შუაში ორად ჰყოფს და ამას ხატა ჯოტს (გუთნის კვალს) უწოდებენ. შემდეგ ერთ მხარეს ანგელოზებსა და წმინდანების სახელზე შვიდ ნაჭრად ჭრის. მაგალითად: ჰაფტ მერე დივანე (შვიდი ანგელოზი), ხუდანე მალე (ოჯახის მფარველი), მემე შვან (მწყემსი მამე, ცხვრების და თხების მფარველი), გავანე ზარზა (მწყემსი ზარზა – მსხვილფეხა რქოსანი საქონლის მფარველი), ხატუნა ფახრა (ქალებისა და ბავშვების მფარველი) და ა.შ.
მეორე მხარე ოჯახის წევრების სახელზე იჭრება. ითვლება, რომ ვისაც მძივი წილად ხვდება მასზე იქნება დამოკიდებული წელი.

წინა გვერდი 

დღესასწაულები და ღონისძიებები

2022 წ.

    მაისი    

ორშ

სამ

ოთხშ

ხუთ

პარ

შაბ

კვ

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31

17 მაისი 2022

ბოლო სიახლეები

2021-12-20 - ახალი წიგნების პრეზენტაცია

2021-12-20 -  თბილისის ეზიდურ ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება ჩატარდა

2021-12-20 - ცეკვის შემსცავლელმა წრემ დაიწყო ფუნქციონირება

2021-12-20 - ეზიდური კალენდარი 2022

2021-08-06 - საფოსტო ბლოკი სესს 10 წლის იუბილეს მიეძღვნა

2021-08-04 - ეზიდთა გენოციდს მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიმართა

2021-07-21 - სულთან ეზიდის ტაძარში სასულიერო პირი აკურთხეს