Georgian
Russian
Kurmanji
English

ეზიდური ტაძრები საქართველოში

თბილისის ეზიდური ტაძარი (Quba Siltan Êzîd – “ზიარატა ეზიდ”)

2017-12-03

ტაძარი გუმბათოვან ნაგებობას წარმოადგენს. იგი გამშვენებულია  დეკორატიული თაღებით.  ტაძრის მთავარი კარიბჭე ეზიდური ორნამენტით არის მორთული, რომელიც ლალიშის ტაძრიდან არის გადმოღებული. ტაძარი ბეჟისფერი ქვით – ტრავერტინით არის მოპირკეთებული. ინტერიერი მორთულია ხეზე მჯდომი ფარშევანგების გამოსახულებით, რაც ეზიდთა კოსმოგონიურ წარმოდგენებს ასახავს. ტაძრის კედლები ეზიდური ლოცვებით არის მორთული. იქვეა მოთავსებული კანდელები, რომლებიც წმინდანებს ეძღვნებათ.

გუმბათი ლალიშის მთავარი ტაძრის გუმბათს ჰგავს და მისი წახნაგები კი მზის სხივების აღმნიშვნელია. გუმბათს წვერზე ადგას ორი ოქროსფერი ლითონის სფერო,  რომლის თავზეც გამოსახულია ხელი, რაც უფლის ხელსა და  უფლის ძალას განასახიერებს.

თავისი უნიკალური არქიტექტურით ეზიდთა ტაძარმა კიდევ უფრო დაამშვენა თბილისი, რომელც ცნობილია თავისი  ტაძრებით, ეკლესიებით, მეჩეთებითა და სინაგოგებით.

ტაძარი დაარსებულია ეზიდთა სასულიერო საბჭოს მიერ 2012 წელს. პირველი ქვა საძირკველში ჩაუყარა  მსოფლიო ეზიდთა ამირამ, მირ თაჰსინ ბეგმა და ეზიდთა სულიერმა მამამ, ახტიარე მარგაჰე ბავე შეიხ ხატო ჰაჯიმ. ტაძრისათვის მიწის ნაკვეთი გამოყო საქართველოს მთავრობამ. ტაძარი აშენებულია ეზიდთა თემის წევრებისა და მისი კეთილმოსურნე ადამიანების შემოწირულობებით.

მშენებლობა დაიწყო 2013 წლის გაზაფხულზე და ორი წელი გაგრძელდა. 2015 წლის 16 ივნისს ჩატარდა ტაძრის საზეიმო გახსნა, რომელსაც დაესწრნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ეზიდები. გახსნის დღეს ეზიდთა უმაღლესმა სასულიერო პირებმა ლალიშიდან ჩამოტანილი წმინდა მიწა და წმინდა სამოსელის (ხარყა), ჯვალოს ნაწილი დაასვენეს ტაძარში. გახსნის დროს ჩატარდა ტაძრის კურთხევის რიტუალი.

ტაძართან ფუნქციონირებს კულტურის ცენტრი, სადაც განთავსებულია ეზიდური ბიბლიოთეკა, არქივი. აქვე  მოქმედებს მშობლიური ენის, რელიგიის და ისტორიის შემსწავლელი კურსები და ეზიდური კვლევების ცენტრი. ასევე ფუნქციონირებს სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო კურსები და წრეები.

წინა გვერდი 

დღესასწაულები და ღონისძიებები

2022 წ.

    დეკემბერი    

ორშ

სამ

ოთხშ

ხუთ

პარ

შაბ

კვ

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31

8 დეკემბერი 2022

ბოლო სიახლეები

2022-06-26 - საქართველოს ახტიარის სიტყვა - 12.06.2022

2022-05-31 - შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში

2021-12-20 - ახალი წიგნების პრეზენტაცია

2021-12-20 -  თბილისის ეზიდურ ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება ჩატარდა

2021-12-20 - ცეკვის შემსცავლელმა წრემ დაიწყო ფუნქციონირება

2021-12-20 - ეზიდური კალენდარი 2022

2021-08-06 - საფოსტო ბლოკი სესს 10 წლის იუბილეს მიეძღვნა