Georgian
Russian
Kurmanji
English

ცნობილი ეზიდები

შამილ ადეს ძე დასნი

2020-07-24

შამილ დასნი

(15.08.1941 - 1996)

დაიბადა 1941 წლის 15 აგვისტოს ქ. თბილისში ეზიდურ ოჯახში. 17 წლის ასაკში იგი ჭადრაკით დაინტერესდა. გახლდა სპორტის ოსტატის კანდიდატი, ჭადრაკის საერთაშორისო კლასის სპეციალისტი.

პირველი ტავისი ამოცანა გამოაქვეყნა 1962 წელს, სპორტულ გაზეთში ლელო. სულ შესული იყო 200 ამოცანა, უპირატესად მინიატურული სახით. Mისი ამოცანები ქვეყნდებოდა ბელგიაში, იუგოსლავიაში, გერმანიაში, პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში, რუმინეთსა და საბჭოთა კავშირში.

იგი წარმოადგენდა პირველ საჭადრაკო სპეციალისტი ეზიდთა შორის. არაერთხელ დაჯილდოვდა ქების სიგელითა და ორდენით. მის მიერ შედგენილ კართოტეკაში შესულია 25000 მინი ამოცანა.

1975 წელს მუშაობდა თბილისში სამგორის რაიონის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში მწვრთნელად. აღზარდა 700-ზე მეტი მოჭადრაკე-თანრიგოსანი, საერთაშორისო ოსტატები. მათ შორისაა Mირანდა ხორავა და სერგო მოვსესიანი.

მან შეადგინა ამოცანათა კრებული, ინგლისურ ენაზე, რომელიც მიუძღვნა 1989 წელს გარდაცვლილი ქალიშვილის ხსოვნას.

შამილ დასნიმ ასევე ქართულ ენაზე დაწერა წიგნი სამყაროს საჭადრაკო სიბრძნე, რომელიც მიუძღვნა თავის პედაგოგებს. სამწუხაროდ იგი ვერ მოესწრო ამ წიგნის გამოქვეყნებას.

შამილ დასნი გარდაიცვალა 1996 წელს.

დღეისათვის თბილისში არსებობს შ. დასნის სახელობის საჭადრაკო სკოლა, ახლა ამ სკოლაში ჭადრაკის მეცადინეობებს მისი ქალიშვილი მარინა დასნი ატარებს. იგი ამ სკოლაში, 1979 წლიდან მუშაობს. გამოიცა მისი ამოცანებიც, ერთმა მათგანმა ქალთა საერთაშორისო კონკურსზე მეორე ადგილი დაიკავა.

ამავე სკოლაში მუშაობს მარინას ქალიშვილი ლიანა დასნი, რომელიც ასევე არაერთხელ გამოდიოდა ჭადრაკის საერთაშორისო ტურნირზე. არის ჭადრაკის სპორტის ოსტატის კანდიდატი. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, ქების სიგელი და ფასიანი საჩუქრები.

მასალა წარმოდგენილია ნოდარ მამრაშის მიერ.

წინა გვერდი 

დღესასწაულები და ღონისძიებები

2024 წ.

    მარტი    

ორშ

სამ

ოთხშ

ხუთ

პარ

შაბ

კვ

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31

3 მარტი 2024

ბოლო სიახლეები

2023-07-07 - ეზიდთა სასულიერო საბჭოს განცხადება ტრადიციული ოჯახური ფასეულობების შესახებ

2023-03-16 - კლოჩა სარე სალეს დღესასწაული

2022-12-31 - გილოცავთ ახალ 2023 წელს!

2022-12-31 - კალენდარი - 2023

2022-06-26 - საქართველოს ახტიარის სიტყვა - 12.06.2022

2022-05-31 - შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში

2021-12-20 - ახალი წიგნების პრეზენტაცია