Georgian
Russian
Kurmanji
English

Ethnography

ბასე პოიალის ასული ჯაფაროვა

2019-01-22

ბასე პოიალის ასული ჯაფაროვა

10.09.1943 - 08.12.2018

ცნობილი მხატვარი, ბასე პოიალის ასული ჯაფაროვა დაიბადა ქ. თბილისში ეზიდ მუშათა პოიალ იაკუბის ძე ჯაფაროვისა და ბეზე მირზას ასული მირზოევას ოჯახში.

1961 წელს დაამთავრა ქ. თბილისის №1 საშუალო სკოლა.

1967 წელს დაამთავრა ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი.

1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი.

1972 წლიდან იწყებს მუშაობას ვ. აბაშიძის სახელობის თბილისის სახელმწიფო მუსკომედიის თეატრში მხატვრად.

1972-1977 წწ. მონაწილეობდა რესპუბლიკურ და საკავშირო გამოფენებში.

1974 წელს მოეწყო მისი ნამუშევრების გამოფენა დორტმუნდსა და ზაარბრიუკენში.

1980 წელს მოეწყო მისი ნამუშევრების პერსონალური გამოფენა ქ. თბილისში.

1983 წელს მისი ნახატი „ოჯახი“ წარმოდგენილი იყო თბილისის მხატვართა სახლში „გეორგიევსკის ტრაქტატის“ 200 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენაზე.

1992 წელს მისი ნახატები გამოიფინა მოსკოვის საგამოფენო დარბაზში.

1993 წელს შედგა მისი პერსონალური გამოფენა მოსკოვის მსახიობის ცენტრალურ სახლში.

1994 წელს ჯაფაროვას ნამუშევრები წარმოდგენილი იყო თბილისის ხელოვნების მუზეუმში.

1998 წელს შედგა მისი პერსონალური გამოფენა თბილისის მუზეუმში „ქარვასლა“.

მისი ნახატები ინახება ხელოვნების მოყვარულთა კერძო კოლექციებში ავსტრალიაში, რუსეთში, ისრაელში, საფრანგეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, იაპონიაში, უკრაინაში, თურქეთში, ბელგიასა და აშშ-ში.

გარდაიცვალა 2018 წლის 8 დეკემბერს.

Previous Page 

Events and Holydays

2021 Y

    May    

Mon

Tue

Wed

Thu

Fri

Sat

Sun

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31

7 May 2021

Recent news

 - 

The website was prepared by the Spiritual Council of Yezidis of Georgia, within the framework of the "Program of Tolerance, Civic Self-Awareness and Support for Integration" of the United Nations Association of Georgia and the United States Agency for International Development. The views and considerations expressed in the publication should not be taken as an official position of the United States Agency for International Development and the UN Association.