Georgian
Russian
Kurmanji
English

სიახლეები

"აიდა ეზიდ"-ის დღესასწაული თბილისის ეზიდურ ტაძაში

2017-12-15

დღეს თბილისის ეზიდთა ტაძარში ეზიდური დღესასწაული „აიდა ეზიდ“-ს მიძღვნილი მსახურება ჩატარდა. „აიდა ეზიდი“ დეკემბრის პირველ პარასკევს (აღმოსავლური, იულიანური კალენდრით) აღინიშნება. ამ დღესასწაულს წინ უძღვის სამდღიანი მარხვა „როჟიე ეზიდ“.

ეზიდურ ტაძართან არსებულ დარბაზში გაიმართა ეზიდთა სასულიერო საბჭოს ოფიციალური ვებსაიტის პრეზენტაცია. საიტი შეიქმნა საქართველოში გაეროს ასოციაციის საგრანტო პროექტის ფარგლებში. გაეროს ასოციაციის წარმომადგენელმა ქალბატონმა დენოლა ჩხარტიშვილმა მიულოცა ეზიდ თემს დღესასწაული და ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია.

ასევე ეზიდთა სასულიერო საბჭომ დააწესა ჯილდო „ამაკდარი“ და წელიწადში ერთხელ გადასცემს დამსახურებულ ადამიანებს. წელს წოდება „ამაკდარ“ მიენიჭა ეზიდი თემის ერთერთ უხუცესს ნადრე დაო მანდეკის და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს ზაზა ვაშაყმაძეს ქართულ-ეზიდური ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისათვის.

ასევე ეზიდებს დღესასწაული მიულოცა ორგანიზაცია „21 საუკუნე“-ს თავმჯდომარემ პაატა გაჩეჩილაძემ, რომელმაც თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ქართულ-ეზიდური მეგობრულ ურთიერთობებს. 

წინა გვერდი 

დღესასწაულები და ღონისძიებები

2024 წ.

    მაისი    

ორშ

სამ

ოთხშ

ხუთ

პარ

შაბ

კვ

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31

25 მაისი 2024

ბოლო სიახლეები

2024-03-16 - საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს და ეზიდური კულტურის ცენტრის ერთობლივი განცხადება

2023-07-07 - ეზიდთა სასულიერო საბჭოს განცხადება ტრადიციული ოჯახური ფასეულობების შესახებ

2023-03-16 - კლოჩა სარე სალეს დღესასწაული

2022-12-31 - გილოცავთ ახალ 2023 წელს!

2022-12-31 - კალენდარი - 2023

2022-06-26 - საქართველოს ახტიარის სიტყვა - 12.06.2022

2022-05-31 - შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში