Georgian
Russian
Kurmanji
English

DENG Û BEHS

ეზიდური კულტურის ცენტრში ახალგაზრდებთან შეხვედრა

2020-06-29

27 ივნისს ეზიდური კულტურის ცენტრში გაიმართა მრგვალი მაგიდა სახელწოდებით „ეზიდური თემი და თანამედროვე გამოწვევები“. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ეზიდური თემის აქტიურმა ახალგაზრდებმა. შეხვედრას მოდერირება გაუწია ჩართულობის და განვითარების ცენტრის დამფუძნებელმა, აგიტ მირზოევმა, მთავარი მომხსენებელი კი საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს წინამძღვარი, თეოლოგი და აღმოსავლეთმცოდნე დიმიტრი ფირბარი იყო. განხილული იქნა ის გამოწვევები, რომლების წინაშეცთანამედროვე ეზიდთა თემი დგას. ღონისძიებაზე წამოწეული იქნა ეზიდური ეთნოსის ისტორიის და იდენტობის საკითხები, რაც ძალიან აქტუალურია დღეს ახალგაზრდებისთვის და არამხოლოდ. ამასთანავე ახალგაზრდებს ამცნობეს იმ ცვლილებების შესახებ რაც განხორციელდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს ხელმძღვანელობით, და არის ორიენტირებული თემის განვითარებაზე. ასევე შეხვედრის ბოლოს, იყო მიღებული გადაწყვეტილება რომ ასეთი სახის შეხვედრები მომავალშიც სისტემატურად ხორციელდებოდეს, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს გაცილებით უფრო მეტ ახალგაზრდას აქტიურად ჩაერთოს სათემო საქმიანობაში და თავად გახდეს განვითარების პროცესის აქტორი.

Pela berî vê 

E'yd û çalakî

Sala 2024

    Adar    

Duş

Sêş

Çarş

Pêncş

Înî

Şem

Yekş

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31

28 Adar 2024

Recent news

 -