Georgian
Russian
Kurmanji
English

NEWS

საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს განცხადება

2020-06-19

საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭო

სახელითა მაღალი ღმერთისა!

ძვირფასო დებო და ძმებო,

დღეს საქართველოს ეზიდებმა მიცვალებულთა ხსენების დღე "როჟა მაზალა" ანუ სასაფლაოზე გასვლის დღე აღვნიშნეთ. ჩვენ ვნახეთ თუ როგორ ორგანიზებულად და მოწესრიგებულად მივიდა ჩვენი ხალხი თავისი მიცვალებულების სასაფლაოზე. დღევანდელმა დღემ სასმელ-საჭმელის, არყის, ღვინის, ქეიფისა და აურზაურის გარეშე ჩაიარა. დროთა განმავლობაში ზოგიერთი ადათ-წესი შეიცვალა, მახინჯი ფორმა მიიღო და დაშორდა პირვანდელ არსს, რაც ჩვენი ტრადიციისთვის და რელიგიისთვის არ არის დამახასიათებელი. მაგრამ დღეს ისე ჩაიარა ამ დღემ როგორც შეესაბამება ჩვენს ნამდვილ ტრადიციას.
ჩვენ დიდ მადლიერებას გამოვხატავთ ჩვენი თემის თითოეული წევრის მიმართ ვინც გაგებით მოეკიდა ჩვენს მოწოდებას და შეასრულა ყველა რეკომენდაცია.
უფალმა შიხადიმ სასუფეველი დაუმკვიდროს გარდაცვლილთა სულებს!
რაც კი გაკეთდა მიცვალებულთა სახელზე ღმერთმა მიაგებოს!
უფალი გფარავდეთ ყველას!

თბილისი,


ეზიდის ტაძარი


18.06.2020

Previous Page 

Events and Holydays

2024 Y

    March    

Mon

Tue

Wed

Thu

Fri

Sat

Sun

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31

29 March 2024

Recent news

 -