ეზიდთა სასულიერო საბჭოს წევრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს შეხვდნენ
2019-11-23
16 ნოემბერს ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ეზიდთა სასულიერო საბჭოს წევრები და სხვადასხვა რელიგიურ კონფესიების ლიდერები საპატრიარქოში საქართველოს პატრიარქს ილია II-ს შეხვდნენ.
სასულიერო ლიდერებმა პატრიარქს ტოლერანტობის საერთაშორისო დღე მიულოცეს და მადლობა გადაუხადეს მასპინძლობისათვის. ასევე აღნიშნეს რომ საქართველოში რელიგიებს შორის ურთიერთობის და მეგობრობის გაღრმავებაში პატრიარქს უდიდესი წვლილი მიუძღვის. |