ეზიდურ ტაძარში აიდა სარსალე აღინიშნა
2018-04-18
17 აპრილს საღამოთი თბილისის ეზიდთა ტაძარში ჩატარდა მსახურება, რომელიც ეზიდურ დღესასწაულს „აიდა სარსალეს“ მიეძღვნა. ეზიდური რელიგიური კალენდრის თანახმად, ეს ახალი წლის დღესასწაულია, ამ დღეს მთავარანგელოზი ტაუსი მალაკი დაეშვება ზეციდან და დალოცავს დედამიწას. ტრადიციულად მორწმუნეები ტაძრის ეზოში იკრიბებიან, ხელში აქვთ ზეთის პატრუქები და ელოდებიან ტაძრიდან გამოტანილ ცეცხლს. ყველა ამ ცეცხლიდან ანთებს თავის პატრუქს და წმინდა ყავლებს უსმენს. ამის შემდეგ დარბაზში ქადაგება ჩატარდა და ყველას შეღებილი კვერცხები და ტკბილეული დაურიგდათ. |