Georgian
Russian
Kurmanji
English

NEWS

გილოცავთ კლოჩე სარე სალეს!

2018-03-13

კლოჩა სარე სალე ითარგმნება, როგორც ახალი წლის პასკა და ეს დღესასწაული მარტის თვის პირველ ოთხშაბათს აღინიშნება. უნდა ითქვას, რომ ეზიდური რელიგიური კალენდრის მიხედვით ახალი წელი აპრილის (ნისანის თვის) პირველ ოთხშაბათს უნდა ემთხვეოდეს, თუმცა სარჰადის ეზიდებთან ამ დღემ ერთი თვით წინ, მარტში გადმოიწია და შეერწყა გაზაფხულის დადგომის დღესასწაულთან ანუ მალაკ ზაინის დღესთან.
კლოჩის დღესასწაულზე ეზიდები ერთ დიდ ნამცხვარს (კლოჩ) და ბევრ პატარა ქადას აცხობენ. კლოჩისთვის მოზელილ ცომში დიასახლისი მძივს ათავსებს, რის მერეც ფურნეში დებს. მეორე დღის დილას ოჯახის წევრები ნამცხვრის გარშემო იკრიბებიან და ოჯახის უფროსი ღვთის ხსენების შემდეგ ნამცხვარს შუაში ორად ჰყოფს და ამას ხატა ჯოტს (გუთნის კვალს) უწოდებენ. შემდეგ ერთ მხარეს ანგელოზებსა და წმინდანების სახელზე შვიდ ნაჭრად ჭრის. მაგალითად: ჰაფტ მერე დივანე (შვიდი ანგელოზი), ხუდანე მალე (ოჯახის მფარველი), მემე შვან (მწყემსი მამე, ცხვრების და თხების მფარველი), გავანე ზარზა (მწყემსი ზარზა – მსხვილფეხა რქოსანი საქონლის მფარველი), ხატუნა ფახრა (ქალებისა და ბავშვების მფარველი) და ა.შ.
მეორე მხარე ოჯახის წევრების სახელზე იჭრება. ითვლება, რომ ვისაც მძივი წილად ხვდება მასზე იქნება დამოკიდებული წელი.

   
 

Previous Page 

Events and Holydays

2024 Y

    May    

Mon

Tue

Wed

Thu

Fri

Sat

Sun

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31

30 May 2024

Recent news

 -