საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II სამძიმრის წერილი ეზიდ ხალხს
2019-01-30
საქართველოში ეზიდთა სასულიერო საბჭოს თავმჯდომარეს
რებარ დიმიტრი ფირბარის
მიიღეთ ჩვენი სამძიმარი მსოფლიო ეზიდთა მთავარი მირ თაჰსინ ბეგის, შეიხანის ემირის გარდაცვალების გამო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, დელეგაციასთან ერთად, მხოლოდ ერთხელ შევხვდით ერთმანეთს საქართველოს საპატრიარქოში, მან წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე და, საერთოდაც, დაგვჩა განცდა იმისა, რომ ახლობლებთან გვქონდა ურთიერთობა.
გთხოვთ, გადასცეთ ჩვენი თანაგრძნობა ეზიდთა მთელ სისავსეს.
პატივისცემით,
ილია მეორე
სრულიად საქართველოს კატოლიკოს-პატრიარქი |