ეზიდურ ტაძარში შავბარათის წმინდა ღამე აღნიშანეს
2018-05-01
29 აპრილს შავბარათის წმინდა ღამეს, რომელიც განწმენდის ღამეთ ითვლება, მორწმუნე ეზიდები თბილისის ეზიდის ტაძარში შეიკრიბნენ და მთელი ღამე ლოცვაში და წმინდა საგალობლების სმენაში გაატარეს. ეზიდური უძველესი ტრადიციის თანახმად, შავბარათის ღამეს ზეცის კარი დილამდე გახსნილია მორწმუნეთა ლოცვებისთვის. ეს ტრადიცია დაკარგული იყო პოსტსაბჭოთა ეზიდების მიერ, მაგრამ ერაყში, სირიაში და თურქეთში ეზიდური მოსახლეობა დღემდე აღნიშნავს ამ დღესასწაულს. ეზიდთა სასულიერო საბჭომ საქართველოში მიიღო გადაწყვეტილება აღადგინოს შავბარათის დღესასწაული და 29 აპრილს ჩატარდა ყველა შესაბამისი რიტუალი. |