Georgian
Russian
Kurmanji
English

სიახლეები

  4 5 6 7   

გვერდი 7 7 დან

ეზიდთა სასულიერო საბჭოს წინამძღვარი საბერძნეთის ელჩს შეხვდა

14.12.2017 – ეზიდთა სასულიერო საბჭოს წინამძღვარი დიმიტრი ფირბარი და აღმასრულებელი დირექტორი როსტომ ამადოვი შეხვდნენ საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დიმიტრიოს კარაბალისს. მხარეებმა საბერძნეთში მყოფი ეზიდი დევნილების მდგომარეობის შესახებ ისაუბრეს. 

2017-12-15

სრულად  

ეზიდთა სასულიერო საბჭოს წევრებმა პატიმრები მოინახულეს

ეზიდთა სასულიერო საბჭო ატარებს წინასადღესასწაულო ღონისძიებებს, რომლებიც ეზიდთა მთავარ მარხვას როჟიე ეზიდს ეძღვნება. ყოველწლიურად ეზიდური დღესასწაულების დროს ეზიდთა სასულიერო საბჭოს წევრები ეზიდი ეროვნების მსჯავრდებულების სანახავად დადიან პენიტენციალურ დაწესებულებებში. 

2017-12-11

სრულად  

ეზიდური ისტორიის, რელიგიის და მშობლიური ენის კურსები წარმატებულად მიმდინარეობს

ეზიდურ ტაძართან არსებული ეზიდური კულტურის ცენტრში წარმატებულად მიმდინარეობს ეზიდური ისტორიის, რელიგიის და მშობლიური ენის შემსწავლელი კურსები. მოქმედებს ორი ჯგუფი: უმცროსებისთვის ტარდება შაბათს და კვირას, ხოლო უფროსი ჯგუფისთვის ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს. დაწვრილებით ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ ეზიდური კულტურის ცენტრის დირექტორს რაფაელ აჯამიანს. 

2017-12-10

სრულად  

ეზიდთა სასულიერო საბჭოს 2018 წ. კალენდარი

ეზიდთა სასულიერო საბჭომ გამოსცა 2018 წლის ეზიდური კალენდარი. კალენდრის შეძენა შესაძლებელია თბილისის ეზიდურ ტაძარში"ზიარატა ეზიდ". კალენდარში მოყვანილია ეზიდური რელიგიური დღესასწაულები, რომლებიც აღინიშნება ერაყში (ეზიდხანში), ასევე ის დღესასწაულები, რომლებიც ისტორიული სამშობლოს გარეთ ეზიდურ თემებში აღინიშნება. გამოვიდა კალენდრის ორი ვერსია: ეზიდურ-ქართული და ეზიდურ-რუსული. 

 

2017-12-04

სრულად  

ეზიდური რელიგიის შესახებ წიგნის პრეზენტაცია მწერალთა სახლში

თბილისი (01.11.2017) – დღეს საქართველოს მწერალთა სახლში ეზიდური რელიგიის შესახებ წიგნის პრეზენტაცია ჩატარდა.  ღონისძიებას ესწრებოდნენ თეოლოგები, რელიგიათმცოდნეები, რელიგიით და რელიგიური ლიტერატურით დაინტერესებული პირები. წიგნის მნიშვნელოვანი ნაწილი მოიცავს პოეტის და გამოცდილი მთარგმნელის დათო ბარბაქაძის თარგმნილ “ყავლებს”, ეზიდთა წმინდა საგალობლებს. 

2017-12-03

სრულად  

მერობის კანდიდატი კახი კალაძე ეწვია თბილისის ეზიდურ ტაძარს

2017 წლის 18 ოქტომბერს, თბილისის „ზიარატა ეზიდის“ ეზიდურ ტაძარს ეწვია პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის  მერობის კანდიდატი კახა კალაძე. კანდიდატი და მისი თანმხლები პირები ეზიდთა სასულიერო საბჭოს წევრებს შეხვდნენ. ტაძრის მონახულების შემდეგ, სტუმრებს კეთილი მობრძანების სიტყვით მიმართა ეზიდთა სასულიერო საბჭოს წინამძღვარმა, დიმიტრი ფირბარიმ. 

2017-12-03

სრულად  

ეზიდთა სასულიერო საბჭოს მილოცვა “ჯამაია შიხადის” დღესასწაულსთან დაკავშირებით

6 ოქტომბერს დაიწყო ლალიშში მომლოცველობის დღესასწაული „ჯამაია შიხადი“, რომელიც დასრულდება 13 ოქტომბერს. ეზიდური წმინდა ყავლების თანახმად, შიხადი არის განკაცებული ღმერთი. შიხადიმ დაგლოცოთ ყველა! ეზიდთა სასულიერო საბჭო საქართველოში ყველა ეზიდს ულოცავს „ჯამაია შიხადი“-ს დღესასწაულს. ყველას ვუსურვებთ ძლიერ რწმენას და კეთილდღეობას!

2017-12-03

სრულად  

თბილისის ეზიდურ სასაფლაოზე ეზიდური სამლოცველო აშენდება

თბილისი (10.09.2017) - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მეოთხე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ: მართლმადიდებელი ეკლესიის, ლუთერული ეკლესიის, კათოლიკური ეკლესიის, ეზიდთა თემისა და მუსლიმთა თემის წარმომადგენლები. 

 

2017-12-03

სრულად  

ეზიდთა სასულიერო საბჭოს წარმომადგენლები თელავის ეზიდებს ესტუმრნენ

თელავი (10/09/2017) – ეზიდთა სასულიერო საბჭომ საქართველოში თელავის ეზიდთა თემი მოინახულა და გადასცა მათ ლიტერატურა ეზიდური რელიგიის შესახებ. სასულიერო საბჭოს გადაწყვეტილებით ყოველწლიურად შეასრულებენ ასეთ გასვლებს რეგიონებში მცხოვრებ ეზიდებთან. ასეთი ღონისძიებების მიზანია – ეზიდური სარწმუნოების ქადაგება და გასაუბრება რელიგიის თემაზე.  უკვე მეორე წელია რაც ეზიდი სასულიერო პირები ჩადიან თელაველ ეზიდებთან.

2017-12-03

სრულად  

   4 5 6 7   

წინა გვერდი 

დღესასწაულები და ღონისძიებები

2020 წ.

    ოკტომბერი    

ორშ

სამ

ოთხშ

ხუთ

პარ

შაბ

კვ

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31

29 ოკტომბერი 2020

ბოლო სიახლეები

2020-10-08 - საქართველოს პრეზიდენტის სამძიმრის წერილი

2020-10-08 - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილი

2020-10-05 - ბაბა შეიხ ხატოს ხსოვნისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო ღვთისმსახურება

2020-10-02 - მსოფლიო ეზიდთა სულიერი ლიდერი ბაბა შეიხი ხატო გარდაიცვალა

2020-09-10 -  ეზიდოლოგიის განყოფილება აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში

2020-08-10 - ეზიდთა გენოციდის მსხვერპლთა ხსენების დღე

2020-06-29 - ეზიდური კულტურის ცენტრში ახალგაზრდებთან შეხვედრა

ვებ-გვერდი მომზადდა საქართველოში ეზიდთა სასულიერო საბჭოს მიერ, „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. ვებ-გვერდზე მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის ორგანიზაციის წევრებს და არ უნდა აღიქმებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაეროს ასოციაციის პოზიციად.