Georgian
Russian
Kurmanji
English

ძირითადი პოსტულატები

2017-12-03

ეზიდებს ერთი ღმერთისა სწამთ და მას უწოდებენ ხოდეს, რაც ნიშნავს შემოქმედს. ხოდე  არის სიყვარული და სინათლე. მან შექმნა ეს სამყარო და მისი ნების გარეშე არაფერი არ ხდება ამ ქვეყნად. ღვთის სინათლეს ეზიდები ხედავენ მზის სხივებში და დილის ლოცვის აღსრულებისას ამომავალი მზისკენ იყურებიან. თავიანთ ლოცვებში ეზიდები უფალს შესთხოვენ, რომ მოწყალების თვალით გადმოხედოს კაცობრიობას და მშვიდობა უწყალობოს მსოფლიოს. მათ სწამთ, რომ ღმერთი და ანგელოზები გვევლინებიან ადამიანებს, რათა ღვთაებრივვი ჭეშმარიტება გადმოგვცენ. ეზიდური რწმენის თანახმად, მარადიული, ჭეშმარიტი ღმერთი გვევლინება სხვადასხვა სახით, იპოსტასით, რომელთაგან მთავარია სამი:  სულთან ეზიდი (უზენაესი იპოსტასი), შიხადი (შეიხი ადი, ღვთაებრივი პიროვნება, რომელიც წარსულში განკაცდა) და ტაუსი მალაკი (ანგელოზი-ფარშევანგი, რომელიც მთავარანგელოზად გვევლინება სამყაროს შექმნის პროცესში). ამის შესახებ წმინდა ყავლში არის:

“შიხადის და ტაუსი მალაკს და სულთან ეზიდს არსი ერთი აქვთ,
და არ ეგების ერთურთისგან მათი გამიჯვნა…”

ასევე ღმერთის დანარჩენ გამოვლინებებს წარმოადგენს შვიდი ანგელოზი, რომლიც მისი სინათლისგან გარდამოვიდა. მათი სახელებია: აზრაილი, ჯიბრაილი, მიქაილი, დარდაილი, შამხაილი,  აზაზილი, აზრაფილი.
ეზიდების რელიგიის მრწამსი სამი ნაწილისგან შედგება:

რწმენა (იმან),
პატიოსნება (რასტი),
მოკრძალება და მორიდებულობა (ჰაია უ შარმ).

თითოეული ეზიდი ამ პრინციპების თანახმად უნდა ცხოვრობდეს და მზად  უნდა იყოს დადავიდეს ახირათში (საიქიოში), სადაც მას უფლის წინასე მოუწევს წარდგომა. ეზიდთა მსოფლიო რელიგიური ცენტრი და მომლოცველობის მთავარი ადგილია ლალიშის ტაძარი (ჩრდილოეთ ერაყში), რომელიც, ეზიდური წმინდა ტექსტების თანახმად, იმ ადგილას არის აგებული, სადაც თავის დროზე  სამოთხის წალკოტი იყო გაშენებული და სადაც ადამი სახლობდა. აქვე ცხოვრობდნენ ეზიდი წმინდანები, რომლებიც შიხადის გარშემო იყვნენ
შეკრებილი.

ახლა ლალიშში ცხოვრობენ ეზიდი ბერები და აქვე ტარდება ეზიდთა უმაღლესი სასულიერო
კრების სხდომები.

წინა გვერდი 

დღესასწაულები და ღონისძიებები

2019 წ.

    დეკემბერი    

ორშ

სამ

ოთხშ

ხუთ

პარ

შაბ

კვ

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31

28 მარტი 2024

ბოლო სიახლეები

2024-03-16 - საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს და ეზიდური კულტურის ცენტრის ერთობლივი განცხადება

2023-07-07 - ეზიდთა სასულიერო საბჭოს განცხადება ტრადიციული ოჯახური ფასეულობების შესახებ

2023-03-16 - კლოჩა სარე სალეს დღესასწაული

2022-12-31 - გილოცავთ ახალ 2023 წელს!

2022-12-31 - კალენდარი - 2023

2022-06-26 - საქართველოს ახტიარის სიტყვა - 12.06.2022

2022-05-31 - შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში