Georgian
Russian
Kurmanji
English

ცნობილი ეზიდები

თამაზ ასკოს ძე ავდალიანი

2021-01-28

თამაზ ასკოს ძე ავდალიანი

(1964 – 2015)

თამაზ ასკოს ძე ავდალიანი დაიბადა ქ.თბილისში 1964 წლის 16 სექტემბერს.

ეზიდი საზოგადო მოღვაწე და საქართველოს სახელმწიფო მოღვაწე.

დაამთავრა თბილსის 56-ე საშუალო სკოლა.

1989 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

1991-2006 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი.

2006-2012 წლებში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

2012-2015 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი.

ეწეოდა იურიდიულ საქმიანობას, 20 წელზე მეტი იყო პრაქტიკოსი ადვოკატი და უფლებადამცველი. აქტიურად იყო ჩაბმული როგორც სამოქალაქო, ასევე  ეზიდური თემის ცხოვრებაში. უსასყიდლოდ უწევდა იურიდიულ კონსულტაციასა და დახმარებას, როგორც საქართველოში მცხოვრებ, ასევე ემიგრაციაში წასულ თანამოქალაქეებს.

იყო საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოშს წევრი და 2015 წელს დაჯილდოვდა ტოლერანტობის ქომაგის სიგელით.

2012 წელს თამაზ ავდალიანი გახდა პოლიტიკური გაერთიანების  „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. ფართოდ ჩაება პარტიულ ცხოვრებაში, 2015 წლის ჩათვლით იყო პოლიტსაბჭოს წევრი.

2012 წლის 01 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგად თამაზ ავდალიანი გახდა საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, იყო იურიდიულ საკითხთა კომიტეტში  კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი.

2014 წ. თამაზ ავდალიანი აქტიურად იყო ჩართული ერაყიდან დევნილი ეზიდი ლტოლვილების დახმარებაში.

2015 წელს 30 იანვარს ხანმოკლე ავადმყოფობის შედეგად თამაზ ავდალიანი გარდაიცვალა.  

მას დარჩა მეუღლე და სამი შვილი

წინა გვერდი 

დღესასწაულები და ღონისძიებები

2021 წ.

    თებერვალი    

ორშ

სამ

ოთხშ

ხუთ

პარ

შაბ

კვ

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

27 თებერვალი 2021

ბოლო სიახლეები

2021-02-18 - გილოცავთ ხიდრ ალიასის და ხიდრ ნაბის დღესასწაულს!

2021-02-09 - ეზიდთა სასულიერო საბჭოს განცხადება

2021-02-09 - ბაღდადში სამგლოვიარო ცერემონია

2020-12-30 - გილოცავთ ახალ 2021 წელს!

2020-12-26 - ეზიდის ტაძარში აიდა ეზიდს მიძღვნილი სადღესასწაულო მსახურება მრევლის გარეშე ჩატარდა.

2020-12-26 - ეზიდებმა ბელინდა ფირ აფატის დღესასწაული აღნიშნეს

2020-12-26 - 2021 წლის რელიგიური კალენდარი

ვებ-გვერდი მომზადდა საქართველოში ეზიდთა სასულიერო საბჭოს მიერ, „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. ვებ-გვერდზე მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის ორგანიზაციის წევრებს და არ უნდა აღიქმებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაეროს ასოციაციის პოზიციად.