Georgian
Russian
Kurmanji
English

Ethnography

თემურ რაშიდის ძე ხუდოევი

2020-06-05

თემურ (თენგიზ) რაშიდის ძე ხუდოევი 

 

11.05.1940 

 

დაიბადა 1940 წელს ქ. თბილისში (საქართველოს სსრ) რაშიდ ხუდოს ძე ხუდოევისა და ხაზალ ალის ასული აჯოიანის ეზიდურ ოჯახში.

1961 წელს დაამთავრა ქ. თბილისის № 31-ე სომხური საშუალო სკოლა.

1954 წელს დადიოდა აკრობატიკაზე საზოგადოება „ქარიშხალას“ სპორტულ სკოლაში.

1959 წელს გახდა სპორტის ოსტატი აკრობატიკაში.

1961 წელს ჩაირიცხა თბილისის ფიზკულტურის ინსტიტუტში.

1965 წელს დაამთავრა პედაგოგიური ფაკულტეტი.

1961-1971 წწ. ყოველწელს იყო საქართველოს ჩემპიონი აკრობატიკაში.

1961-1969 წწ. იყო საკავშირო ნებაყოფლობითი საზოგადოების „შრომითი რეზერვი“-ს ჩემპიონი.

1969 წელს გახდა სსრკ-ს ჩემპიონი და ამით დასრულდა მისი სპორტული კარიერა.

1962-1971 წწ. იყო აკრობატიკის მწვრთნელი.

1972 წელს საქართველოში შემოიტანა სპორტის სახეობა - ბატუტზე ხტომა და გახდა მწვრთნელი სპორტის ამ სახეობაში.

1976 წელს მისმა მოღვაწეობამ შედეგი გამოიღო, როდესაც მისი ორი მოსწავლე ჩაირიცხა სსრკ-ს ნაკრებში.

1976 წელს ზოგიერთი მისი მოსწავლე ვაჟი გახდა სსრკ-ს ჩემპიონი.

მთელი თავისი მოღვაწეობის განმავლობაში მან აღზარდა სსრკ-ს 40 სპორტის ოსტატი; მოამზადა სსრკ-ს ახალგაზრდა ჩემპიონები და, ასევე, სსრკ-ს სპარტაკიადის ჩემპიონები.

1986 წელს მისი მოსწავლე რუსუდან ხოფერია გახდა ქ. კიევში გამართული სსრკ-ს ხალხთა სპარტაკიადის ჩემპიონი. 1988 წელს რუსუდან ხოფერია გახდა მსოფლიო ჩემპიონი.

1980 წელს თემურ რაშიდის ძე ხუდოევი გახდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ხოლო 1989 წელს მისთვის მზადდებოდა სსრკ-ს დამსახურებული მწვრთნელის ტიტული, მაგრამ სსრკ-ს დაშლის გამო ამ ტიტულის მინიჭება აღარ შედგა.

იყო სსრკ-ს ბატუტზე ხტომის ფედერაციის წევრი.

1989 წელს შვედეთში, მისმა სამმა მოსწავლემ - ანა დუგუნაძემ, რუსუდან ხოფერიამ, ლია ბენდინიშვილმა, აიღო პირველი და მეორე ადგილები, ხოლო ზაზა აბრამიშვილი გახდა ევროპის ჩემპიონი. ანა დუგუნაძე გადავიდა გერმანიაში და გერმანიის ნაკრების სახელით მონაწილეობა მიიღო ათენის ოლიმპიადაში, სადაც იგი გახდა ოლიმპიური ჩემპიონი.

1994 წელს მძიმე პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო მან მიატოვა სპორტული მოღვაწეობა საქართველოში და 1997 წელს წავიდა გერმანიაში.

1998 წლიდან იგი გახდა კლუბის „გერნსბახერ“ მწვრთნელი ბადენ-ვიურტემბერგში.

2003 წელს მისი გუნდი გადავიდა უმაღლეს ბუნდესლიგაში. მან გაწვრთნა გერმანიის რამდენიმე ჩემპიონი.

ამჟამად, იგი პენსიაზეა და ცხოვრობს გერმანიაში.

 

Previous Page 

Events and Holydays

2024 Y

    March    

Mon

Tue

Wed

Thu

Fri

Sat

Sun

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31

29 March 2024

Recent news

 -