Georgian
Russian
Kurmanji
English

Ethnography

ქერიმ ალიხანის ძე ამოევი

2019-01-22

ქერიმ ალიხანის ძე ამოევი

22.01.1939

 

აღმოსავლეთმცოდნე-ეკონომისტი, ირანისტი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

დაიბადა 1939 წლის 22 იანვარს ოქტემბერიანის რაიონის სოფელ არტაშარში (სომხეთი), ეზიდების ალხან ლაზგინის ძე ამოევისა და ბასე ახიჯაკის ასული ამოევას ოჯახში.

1945 წელს ამოევების ოჯახმა დატოვა სომხეთი და საცხოვრებლად გადავიდა ქ. თბილისში.

1958 წელს ქერიმ ამოევმა წარმატებით დაამთავრა თბილისის  38 საშუალო სკოლა. 

1964 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი სპარსული ენისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიის სპეციალობით.

მან დაიცვა სადიპლომო ნამუშევარი ქურთულ პრობლემატიკაზე: «შარაფ-ხან ბითლისელის შარაფ-ნამე ქურთების ისტორიის პირველწყარო».

1965-1968 წწ. იგი სწავლობდა აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიიის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის (ქ. ბაქო) ასპირანტურაში განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკის (ირანის ეკონომიკის) სპეციალობაზე.

1969 წელს თბილისში დაბრუნების შემდეგ დაიწყო მუშაობა მეცნიერებათა აკადემიის ინფორმაციის ინსტიტუტში.

1970-1973 წწ. მუშაობდა სტატისტიკის ცენტრალურ სამმართველოში ჯერ მოსახლეობის აღწერის, ხოლო შემდეგ - ძირითადი ფონდების შეფასების განყოფილების გამგის მოადგილედ.

1973 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე «ირანის ქურთისტანის ეკონომიკური მდგომარეობა (1945-1963 წწ.)».

1973-1986 წწ. იგი მუშაობდა სახალხო მეურნეობის დაგეგმარებისა და ეკონომიკის ინსტიტუტში ჯერ ინფორმაციის განყოფილების დარგობრივ ხელმძღვანელად, ინსტიტუტის მეცნიერ-მდივნად, ხოლო შემდეგ - სოციალური სფეროს დარგობრივ ხელმძღვანელად.

1994-2008 წწ. მუშაობდა თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში ჯერ სასწავლო ნაწილის გამგედ, ხოლო შემდეგ – ინსტიტუტის პრორექტორად.

2009 - 2016 იგი მუშაობდა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელად.

იგი ასევე იყო აკად. გ. წერეთელის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტისა და აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის სამეცნიერო გამოცემების - «ორიენტალისტი» და «პერსპექტივა» - სარედაქციო კოლეგიის წევრი. მრავალი წლის განმავლობაში იგი თავმჯდომარეობდა «საქართველოს ეზიდთა კავშირს», ხოლო ამჟამად იგი არის ქურთული კვლევების ცენტრის პრეზიდენტი.

იგი არის სოროსის ფონდის გრანტის მფლობელი, რომლის ფინანსური დახმარებით მან გამოსცა წიგნი «ქურთულ-ეზიდური და ქართული ფოლკლორის ნიმუშები» (2001 წ.).

ქერიმ ალიხანის ძე ამოევი არის გერმანული აკადემიის სპეციალისტების გაცვლითი პროგრამის სტიპენდიანდი.

იგი მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო კონგრესსა და სიმპოზიუმში (მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, ერევანში, თბილისში, ერბილსა და ბაქოში).

მას დაწერილი აქვს 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 6 წიგნი: «ეზიდური წმინდა წიგნები» (1999 წ.), «ქურთულ და ქართული ფოლკლორის ნიმუშები» (2001 წ.), «ქურთული საკითხი საერთაშორისო შეთანხმებებში» (2007 წ.), «ქურთები: ისტორია, ეკონომიკა» (2008 წ.), ეზიდური დამწერლობა (თანაავტორი, 2013 წ.), ეზიდები და მათი რელიგია (2017 წ.)

ქერიმ ალიხანის ძე ამოევი დაოჯახებულია და ჰყავს 3 შვილი.

Previous Page 

Events and Holydays

2024 Y

    March    

Mon

Tue

Wed

Thu

Fri

Sat

Sun

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31

29 March 2024

Recent news

 -