Georgian
Russian
Kurmanji
English

საქართველოს შესახებ

2017-12-02

ფართობი: 69, 700 კმ.
მოსახლეობა: 4,4 მლნ. (2009 წლის 1 იანვრის მდგომარეობით)
დედაქალაქი: თბილისი (მოსახლეობა 1,1 მლნ. Aდამიანი)
მსხვილი ქალაქები: ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ფოთო სოხუმი. ცხინვალი
ეროვნული ვალუტა: ქართული ლარი (GEL)
ოფიციალური ენა ქართული, აფხაზეთში ასევე აფხაზური

საქართველო არის მრავალეროვანი სახელმწიფო. 2002 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მოსახლეობის რიცხვი შეადგენდა 4 371 535 ადამიანს, რომელთა 16,2% - ეთნიკური უმცირესობებია.

როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, საქართველო იყო კავკასიის ეთნიკურად ყველაზე მრაფალფეროვანი ქვეყანა, სადაც ეთნიკური ქართველები შეადგენდნენ მოსახლეობის საერთო რაოდენობის მხოლოდ 69%-ს. საბჭოთა კავშირის დაშლას მოჰყვა უკიდურესი ნაციონალიზმის პერიოდი, როდესაც უმცირესობები განიხილებოდნენ როგორც “ქართული მიწის სტუმრები”, რამაც გამოიწვია უამრავი წინააღმდეგობა უმცირესობებსა და ეთნიკურ ქართველებს შორის.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოში შეინიშნებოდა მოსახლეობის მკვეთრი შემცირება, 2002 წელს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა 1 მილიონით 1989 წელთან შედარებით. შემცირდა ყველა ეთნიკური ჯგუფის რაოდენობა, თუმცა ადამიანთა რაოდენობის შემცირება განსაკუთრების დრამატული იყო ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისთვის (კერძოდ, სლავური უმცირესობებისთვის, ებრაელებისთვის, ბერძნებისთვის და ეზიდებისთვის).

სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები ცხოვრობენ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. Aასევე არსებობს აზერბაიჯანელების, სომხების, ასირიელების, ბერძნების და რუსების კომპაქტური დასახლებები.

საზოგადოებრივ ცხოვრებაში რუსული ენის გამოყენების შემცირება უმცირესობების მიერ სახელმწიფო ენის არცოდნის ფონზე ქმნის დამატებით სირთულეებს მათი ჩართულობის მხრივ, რაც განსაკუთრებით აქტუალურია ახალგაზრდა თაობისათვის. ეროვნული კანონები ქვეყნდება ქართულ ენაზე, რაც ართულებს საკანონმდებლო აქტების ხელმისაწვდომობას უმცირესობებისათვის და ამცირებს მათი სამართლებრივი განათლების დონეს.

მიუხედავად იმისა, რომ აღმსარებლობის თავისუფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მიერ, რელიგიური უმცირესობები ხშირად ხდებიან დევნის მსხვერპლნი ან არ არიან სათანადოდ დაცულნი ხელისუფლების მხრიდან. ეკლესია და სახელმწიფო გაყოფილია კონსტიტუციის თანახმად, მაგრან ქართულ მართმადიდებლურ ეკლესიას გააჩნია განსაკუთრებული პრივილეგიები, როგორც გადასახადებისგან განთავისუფლება და სხვა. საქართველოში არ არსებობს კანონი რელიგიურ ორგანიზაციების რეგისტრაციის შესახებ.

საქართველო შეუერთა საერთაშორისო პაქტს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ და მოახდინა ევროპის საბჭოს ეროვნული უმცირესობების დაცვის შესახებ ჩარჩო-კონვენციის რატიფიკაცია. არ არის მიღებული კონკრეტული ზომები რეგიონული ენებისა და უმცირესობათა ენების ევროპული ქართიის რატიფიკაციის მიმართულებით.

საქართველოს კონსტიტუცია მე-14 მუხლით უზრუნველყოფს თანასწორობას კანონის წინაშე, მიუხედავად “ეროვნების, კანის ფერის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის ან საცხოვრებელი ადგილის”. 38-ე მუხლი ეხება უმცირესობებს. აღნიშნული მუხლის პირველ ნაწილში ნათქვამია, რომ ყველა მოქალაქე “თანასწორია სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მიუხედავად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი წარმოშობისა”, ასევე ის რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების თანახმად ყველა მოქალაქეს აქვს უფლება “თავისი კულტურის თავისუფალი განვითარებისა, ყოველგვარი დისკრიმინაციის და ჩარევის გარეშე”. ამის მიუხედავად, არ არსებობს სოციალური კანონი უმცირესობების სტატუსის შესახებ.

2008 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შეიქმნა ეროვნული კონცეფცია და მოქმედებათა გეგმა სამოქალაქო ინტეგრაციასა და ტოლერანტობაზე.

მიბმული ფაილი: ჩამოტვირთვა 

წინა გვერდი 

დღესასწაულები და ღონისძიებები

2024 წ.

    მარტი    

ორშ

სამ

ოთხშ

ხუთ

პარ

შაბ

კვ

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31

29 მარტი 2024

ბოლო სიახლეები

2024-03-16 - საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს და ეზიდური კულტურის ცენტრის ერთობლივი განცხადება

2023-07-07 - ეზიდთა სასულიერო საბჭოს განცხადება ტრადიციული ოჯახური ფასეულობების შესახებ

2023-03-16 - კლოჩა სარე სალეს დღესასწაული

2022-12-31 - გილოცავთ ახალ 2023 წელს!

2022-12-31 - კალენდარი - 2023

2022-06-26 - საქართველოს ახტიარის სიტყვა - 12.06.2022

2022-05-31 - შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში