Georgian
Russian
Kurmanji
English

DENG Û BEHS

ეზიდთა სასულიერო საბჭოს წევრებმა პატიმრები მოინახულეს

2017-12-11

ეზიდთა სასულიერო საბჭო ატარებს წინასადღესასწაულო ღონისძიებებს, რომლებიც ეზიდთა მთავარ მარხვას როჟიე ეზიდს ეძღვნება. ყოველწლიურად ეზიდური დღესასწაულების დროს ეზიდთა სასულიერო საბჭოს წევრები ეზიდი ეროვნების მსჯავრდებულების სანახავად დადიან პენიტენციალურ დაწესებულებებში. ამ მხრივ კონსტრუქტიული ურთიერთობები დამყარდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან, რომლის ხელშეწყობით ხერხდება პატიმრების მონახულება. ეზიდთა სასულიერო საბჭოს წარმომადგენლებმა პატიმრებს აიდა ეზიდის დღესასწაულთან დაკავშირებით საჩუქრები გადასცეს. ამ აქციის განხორციელება მოხერხდა ეზიდური დიასპორის წარმომადგენელთა ფინანსური მხარდაჭერით, რომლებმაც შემოწირულობის სახით დახმარება გაუწიეს ეზიდთა სასულიერო საბჭოს, რისთვისაც სასულიერო საბჭო მადლობას უხდის აზოე ჩოლო მასაკის, ალიკე ზადოე ფირე ისებიას, ვალიკოე ჩოლოე ფირე ისებიას, ვოვაე მამად მაჰამდის, მაჯიტე მრაზ თორენის, მაზე თემო მალა აღეს, მამუკაე ალიხან მაჰამდის, მრაზე ვაზო ბუბკის, ოთარე ნადრ ბალის, ტიტალე მსტო ფირე ისებიას და ფილიპე სეკო ფირე დაუდის. ეზიდთა სასულიერო საბჭო ლოცავს მათ და მადლიერებას გამოხატავს დახმარებისთვის.

15 დეკემბერს 17:00 თბილისის ეზიდთა ტაძარში ჩატარდება სადღესასწაულო მსახურება აიდა ეზიდთან დაკავშირებით. 

Pela berî vê 

E'yd û çalakî

Sala 2024

    Nîsan    

Duş

Sêş

Çarş

Pêncş

Înî

Şem

Yekş

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

20 Nîsan 2024

Recent news

 -