საქართველოს პრეზიდენტის სამძიმრის წერილი
2020-10-08
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს ეზიდთა ახტიარს ბატონ დიმიტრი ფირბარის,
ეზიდთა სასულიერო საბჭოს და ეზიდ მორწმუნეებს,
თბილისი, 8 ოქტომბერი, 2020
თქვენო არმატებულებავ,
მინდა გამოვხატო ჩემი გულითადი მწუხარება ეზიდთა სულიერი მამამთავრის ბაბა შეიხი ხატო ჰაჯის გარდაცვალების გამო. მისი წინამძღოლობით ბევრი ეზიდი დაუბრუნდა თავის სარწმუნოებას და განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი როლი საქართველოში ეზიდური სარწმუნოების განმტკიცებაში. მისი ხსოვნა შემორჩებათ თაობებს.
გისურვებთ მხნეობას, მშვიდობას და ჯანმრთელობას თქენ და ეზიდ ხალხს.
პატივისცემით,
სალომე ზურაბიშვილი |