Georgian
Russian
Kurmanji
English

სიახლეები

მსოფლიო ეზიდთა სულიერი ლიდერი ბაბა შეიხი ხატო გარდაიცვალა

2020-10-02

1 ოქტომბერს ერაყში 87 წლის ასაკში გარდაიცვალა მსოფლიო ეზიდთა სულიერი მამა ახტიარე მარგაჰე ბაბა შეიხი ხატო ჰაჯი.

 

მსოფლიო ეზიდთა სულიერი წინამძღოლი,

მარგაჰის ახტიარი,

შეიხი ფახრადინის ვაქილი (ნაცვალი),

მისი უწმინდესობა ბაბა შეიხი ხატო ჰაჯი

(მოკლე ბიოგრაფია) 

 

მისი უწმინდესობა ბაბა შეიხი ხატო ჰაჯი ისმაილი დაიბადა 1933 წ. ქ. შეიხანში  (აინ სიფნი) ეზიდი სულიერი ლიდერის, ბაბა შეიხი ჰაჯი ისმაილის, ფახრადინთა შეიხების გვარის ოჯახში.

რელიგიური განათლება ოჯახში მიიღო და რელიურ მოღვაწეობას ეწეოდა.

1995 წელს იკურთხა მარგაჰის ახტიარის რანგში და მსოფლიოს ეზიდთა სულიერი ლიდერი გახდა.

2000 წლიდან ხშირად სტუმრობდა ევროპაში არსებულ ეზიდურ დიასპორას, ძირითად გერმანიაში არსებულ ეზიდურ სათვისტომოსთან.

2011 წელს მისი ლოცვა-კურთხევით შეიქმნა და თავისი მოღვაწეობა დაიწყო  საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭომ.

2011 წელს ბაბა შეიხი ხატო ეზიდი, საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს მოწვევით,  ეზიდი ხალხის მთავართან, მირ თაჰსინ ბეგთან, ერთად ეწვია საქართველოს; შეხვდა საქართველოს ეზიდურ მოსახლეობას, მთავრობის წარმომადგენლებს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს.

საქართველოში ვიზიტის დროს მან ლოცვა-კურთხევა მისცა საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს - თბილისში ტაძრის ასაშენებლად. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა დიასპორის ეზიდებს ტაძრის ასაშენებლად ლოცვა-კურთხევა მიეცა.

ბაბა შეიხმა ხატომ და მირ თაჰსინ ბეგმა, საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოსთან ხანგრძლივი ბჭობის შემდეგ, გადაწყვეტილება მიიღეს,  სხვა რელიგიაში გადასული ეზიდები ეზიდური რელიგიის წიაღში დაბრუნებულიყვნენ, თუ მათ ასეთი სურვილი ექნებოდათ, რაც უპრეცედენტო ნაბიჯი იყო ეზიდურ ისტორიაში.

2011 წელს რომის პაპის ბენედიქტე XVI-ის მიწვევით მონაწილეობა მიიღო მსოფლიო რელიგიათა ლიდერების მყრილობაში ქ.ასიზში.

2012 წელს მეორედ ეწვია საქართველოს და ეზიდური ტაძრის საძირკვლის ქვის ჩადების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

2012 წელს სომხეთს ეწვია და  ვიზიტის ფარგლებში შეხვდა სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარგინს.

2014 წელს ერაყში, ე. წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ მოწყობილი ეზიდთა გენოციდის დროს, არ დატოვა თავისი ქალაქი და წმინდა ლალიში, მიუხედავად იმისა, რომ ტერორისტები მისი რეზიდენციიდან სულ რაღაც 10 კმ.-ის დაშორებით იმყოფებოდნენ.

ამავე წელს ბაბა შეიხი აშშ-ს ეწვია და სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა, ეზიდთა მხარდაჭერისა და დახმარების სათხოვნელად.

2015 წელს სექს-ტყვეობაში მყოფი და შემდეგ განთავისუფლებული ეზიდი ქალები ეზიდებად გამოაცხადა და დალოცა ისინი.  მრავალი ქალი, მისი ამ გადაწყვეტილების წყალობით, თავის ოჯახს დაუბრუნდა, და მათმა ნათესავებმა მიიღეს ისინი.

2015 წლის იანვარში ბაბა შეიხი ხატო და მირ თაჰსინ ბეგი ვატიკანში ჩავიდნენ, რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდნენ და მასთან ერთად ერაყში ეზიდების უბედურების შესახებ იმსჯელეს.

2015 წელს წელს ბაბა შეიხი ხატო მოსკოვში ჩავიდა და რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც რუსულ-ეზიდური ისტორიულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. 2018 წელს ბაბა შეიხი მეორედ ეწვია რუსეთს და მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს შეხვდა. მან ერაყში ეზიდების და ქრისტიანების შევიწროვების შესახებ უამბო პატრიარქს და მხარდაჭერა სთხოვა.

2020 წლის 1 ოქტომბერს ბაბა შეიხი ხატო ქ. ერბილის (ერაყი) საავადმყოფოში გარდაიცვალა. მასთან დამშვიდობების ცერემონია შეიხანში მის რეზიდენციაში გაიმართა, ხოლო დაკრძალეს იგი ბაბა შეიხთა ისტორიულ სასაფლაოზე სოფელ ბუზანში.

წინა გვერდი 

დღესასწაულები და ღონისძიებები

2020 წ.

    ოკტომბერი    

ორშ

სამ

ოთხშ

ხუთ

პარ

შაბ

კვ

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31

21 ოკტომბერი 2020

ბოლო სიახლეები

2020-10-08 - საქართველოს პრეზიდენტის სამძიმრის წერილი

2020-10-08 - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილი

2020-10-05 - ბაბა შეიხ ხატოს ხსოვნისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო ღვთისმსახურება

2020-10-02 - მსოფლიო ეზიდთა სულიერი ლიდერი ბაბა შეიხი ხატო გარდაიცვალა

2020-09-10 -  ეზიდოლოგიის განყოფილება აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში

2020-08-10 - ეზიდთა გენოციდის მსხვერპლთა ხსენების დღე

2020-06-29 - ეზიდური კულტურის ცენტრში ახალგაზრდებთან შეხვედრა

ვებ-გვერდი მომზადდა საქართველოში ეზიდთა სასულიერო საბჭოს მიერ, „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. ვებ-გვერდზე მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის ორგანიზაციის წევრებს და არ უნდა აღიქმებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაეროს ასოციაციის პოზიციად.