Georgian
Russian
Kurmanji
English

NEWS

ეზიდოლოგიის განყოფილება აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში

2020-09-10

2019 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში დაარსდა ეზიდოლოგიის განყოფილება (Department of Yezidi Studies). იგი წარმოადგენს მსოფლიოში ეზიდოლოგიის პირველ განყოფილებას, რომელიც აღმოსავლეთმცოდნეობის სამეცნიერო დაწესებულებაში შეიქმნა. განყოფილების თანამშრომლები იკვლევენ ეზიდთა კულტურის, ენის, რელიგიის, ისტორიის და ეთნოლოგიის საკითხებს. განყოფილების თანამშრომლები არიან ეკონომიკის დოქტორი ქერიმ ამოევი და დიმიტრი ფირბარი (განყოფილების ხელმძღვანელი). განყოფილების ასოცირებული წევრია ბამბერგის ოტო ფრიდრიხის უნივერსიტეტის (გერმანია) აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტისა და დოჰუკის უნივერსიტეტის (ერაყი, ქურთისტანის რეგიონი) მკვლევარი, დოქტორი მაჯიდ ჰასან ალი.განყოფილების თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობენ ინსტიტუტის სამეცნიერო ცხოვრებაში.მათი მრავალი სამეცნიერო პუბლიკაცია გამოქვეყნებულია საქართველოსა და უცხოეთში. მომავალში იგეგმება ეზიდთა ისტორიის, კულტურისა და რელიგიის სხვადასხვა ასპექტის კვლევის გაღრმავება, სამეცნიერო შეხვედრების მოწყობა და ნაშრომების გამოცემა.

Previous Page 

Events and Holydays

2024 Y

    March    

Mon

Tue

Wed

Thu

Fri

Sat

Sun

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31

29 March 2024

Recent news

 -