Georgian
Russian
Kurmanji
English

სიახლეები

საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს განცხადება

2020-06-19

საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭო

სახელითა მაღალი ღმერთისა!

ძვირფასო დებო და ძმებო,

დღეს საქართველოს ეზიდებმა მიცვალებულთა ხსენების დღე "როჟა მაზალა" ანუ სასაფლაოზე გასვლის დღე აღვნიშნეთ. ჩვენ ვნახეთ თუ როგორ ორგანიზებულად და მოწესრიგებულად მივიდა ჩვენი ხალხი თავისი მიცვალებულების სასაფლაოზე. დღევანდელმა დღემ სასმელ-საჭმელის, არყის, ღვინის, ქეიფისა და აურზაურის გარეშე ჩაიარა. დროთა განმავლობაში ზოგიერთი ადათ-წესი შეიცვალა, მახინჯი ფორმა მიიღო და დაშორდა პირვანდელ არსს, რაც ჩვენი ტრადიციისთვის და რელიგიისთვის არ არის დამახასიათებელი. მაგრამ დღეს ისე ჩაიარა ამ დღემ როგორც შეესაბამება ჩვენს ნამდვილ ტრადიციას.
ჩვენ დიდ მადლიერებას გამოვხატავთ ჩვენი თემის თითოეული წევრის მიმართ ვინც გაგებით მოეკიდა ჩვენს მოწოდებას და შეასრულა ყველა რეკომენდაცია.
უფალმა შიხადიმ სასუფეველი დაუმკვიდროს გარდაცვლილთა სულებს!
რაც კი გაკეთდა მიცვალებულთა სახელზე ღმერთმა მიაგებოს!
უფალი გფარავდეთ ყველას!

თბილისი,


ეზიდის ტაძარი


18.06.2020

წინა გვერდი 

დღესასწაულები და ღონისძიებები

2020 წ.

    სექტემბერი    

ორშ

სამ

ოთხშ

ხუთ

პარ

შაბ

კვ

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

21 სექტემბერი 2020

ბოლო სიახლეები

2020-09-10 -  ეზიდოლოგიის განყოფილება აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში

2020-08-10 - ეზიდთა გენოციდის მსხვერპლთა ხსენების დღე

2020-06-29 - ეზიდური კულტურის ცენტრში ახალგაზრდებთან შეხვედრა

2020-06-19 - საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს განცხადება

2020-06-03 - ეზიდთა სასულიერო საბჭოს განცხადება სასაფლაოზე გასვლასთან დაკავშირებით

2020-05-24 - რებარის წოდება მიენიჭა ორ ეზიდ შეიხს

2020-04-18 - თბილისის ეზიდის ტაძარში სადღესასწაულო მსახურება ჩატარდა

ვებ-გვერდი მომზადდა საქართველოში ეზიდთა სასულიერო საბჭოს მიერ, „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. ვებ-გვერდზე მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის ორგანიზაციის წევრებს და არ უნდა აღიქმებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაეროს ასოციაციის პოზიციად.