Georgian
Russian
Kurmanji
English

სიახლეები

ეპისკოპოს მალხაზ სონღულაშვილის სამძიმრის წერილი ეზიდურ თემს

2019-01-30

საქართველოსა და მთელი მსოფლიოს ეზიდებს,
ეზიდთა სასულიერო საბჭოს წევრებს საქართველოში,
მის მაღალღირსებას, ფირს - დიმიტრი ფირბარს

ძვირფასო მეგობრებო,

ამ წერილით მინდა ჩემი და ჩემი ხალხის სახელით სამძიმარი გითხრათ ეზიდთა მთავრის მირ თაჰსინ ბეგის გარდაცვალების გამო. ჩემთვის პატივი იყო ჯერ თავად მთავარს შევხვედროდი მისი საქართველოში ვიზიტის დროს, ხოლო შემდეგ გამეცნო მისი ვაჟები, ერთი ბერლინში (გერმანია) და მეორე შეიხანში (ერაყი).

86 წლის ასაკში ამ სოფლიდან მძიმე და ხანგრძლივი სნეულების შემდეგ წავიდა იმ ოჯახის მეთაური, რომელიც 700 წლის გამავლობაში უდგას სათავეში ეზიდ ხალხს.

თაჰსინ ბეგი თერთმეტი წლის ასაკში გახდა წინამძღოლი დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე დევნილი და მოწყვლადი ხალხისა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში სათუთად უფრთხილდება თავის უმშვენიერეს სარწმუნოებას, კულტურასა და ტრადიციებს. თაჰსინ ბეგისათვის არ იყო იოლი იმ თემის წინამძღოლობა, რომელიც გამუდემებით დევნასა და შევიწროვებას განიცდის. თავად მთავარმაც პირადად იწვნია დევნისა და ლტოლვილობის სიმწარე. ერთახნს იგი იძულებული იყო პოლიტიკური დევნის გამო, სამშობლოდან გაქცეულიყო და თავი ჯერ ირანისთვის, ხოლო შემდეგ დიდი ბრიტანეთისთვის შეეფარებინა. უკვე ღრმად მოხუცებული მთავარი დანარჩენ ეზიდებთან და მთელ მსოფლიოსთან ერთად მოწმე გახდა ეზიდი ხალხის გენოციდისა 2014 წელს. არფერი ისეთი დამთრგუნველი არ არის ადამიანისთვის და როგორც უმწეობის განცდა, როცა შენი ხალხი იტანჯება და შენ მისი შველა არ შეგიძლია.

ღმერთმა ნათელში ამყოფოს გარდაცვლილი მთავრის სული და ანუგეშოს მისი ოჯახისა და თემის დამწუხრებული წევრები. ღმერთმა დაიცვას და შეინახოს ეზიდი ხალხი თავისი მფარველი კალთის ქვეშ.

მეუფე მალხაზ სონღულაშვილი,
თბილელი მიტროპოლიტი
ევანგელურ ბაპტისტური ეკლესია

წინა გვერდი 

დღესასწაულები და ღონისძიებები

2024 წ.

    მარტი    

ორშ

სამ

ოთხშ

ხუთ

პარ

შაბ

კვ

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31

19 მარტი 2024

ბოლო სიახლეები

2024-03-16 - საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს და ეზიდური კულტურის ცენტრის ერთობლივი განცხადება

2023-07-07 - ეზიდთა სასულიერო საბჭოს განცხადება ტრადიციული ოჯახური ფასეულობების შესახებ

2023-03-16 - კლოჩა სარე სალეს დღესასწაული

2022-12-31 - გილოცავთ ახალ 2023 წელს!

2022-12-31 - კალენდარი - 2023

2022-06-26 - საქართველოს ახტიარის სიტყვა - 12.06.2022

2022-05-31 - შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში