Georgian
Russian
Kurmanji
English

სიახლეები

გარდაიცვალა ეზიდთა მთავარი მირ თაჰსინ ბეგი (15.08.1933 - 28.01.2019)

2019-01-28

მირ თაჰსინ ბეგი - შეიხანის ემირი და მსოფლიო ეზიდთა მთავარი, დაიბადა 15 აგვისტოს 1933 წ. დაბა ბაადრში (ჩრდილოეთ ერაყი) ეზიდი ემირის მირ საიდ ბეგის ოჯახში. მირ თაჰსინ ბეგის წინაპრები შვიდასი წლის განმავლობაში ეზიდი ხალხის სათავეში იდგნენ. მათგან ყველაზე ცნობილი არიან - მირ ჰუსეინ ბეგ პირველი, მირ ალი ბეგ პირველი, მირ ჰუსეინ ბეგ მეორე და მირ ჰუსეინ ბეგ მეორე. ისინი ეზიდთა არსებობისთვის იბრძოდნენ. მირ თაჰსინ ბეგის პაპა მირ ალი ბეგ მეორე ოსმალეთის სულთანმა დააპატიმრა და გადაასახლა ქ. სივასში. შემდგომ ის გაანთავისუფლეს და ის ისევ ბაადრში დაბრუნდა, სადაც ემირთა ტახტის პრეტენდენტის მიერ იქნა მოკლული. მისი სიკვდილის მერე ფაქტიური მმართველი მისი მეუღლე მაიან ხატუნი გახდა, რომელმაც მთელი ძალაუფლება ხელში ჩაიგდო. მან ერაყის ბრიტანულ ადმინისტრაციასთან კარგი ურთიერთობები დაამყარა და ტახტზე თავისი შვილი მირ საიდ ბეგი დასვა. 1944 წელს, მირ საიდ ბეგის გარდაცვალების შემდეგ მაიან ხატუნმა მოახერხა შეიხანის და სინჯარის ეზიდური ტომების მეთაურების მხრიდან თავისი მცირეწლოვანი (11 წლის) შვილიშვილის თაჰსინ ბეგის ემირად აღიარება მოეპოვებინა.

1970 – 1975 წლებში მირ თაჰსინ ბეგი პოლიტიკურ ნიადაგზე იდევნებოდა ერაყის ხელისუფლების მხრიდან და იძულებული გახდა თავი სეეფარებინა ერაყის მაღალ მთიან რაიონებში ქურთ მეამბოხეებთან ერთად. შემდეგ იძულებული გახდა ირანში გახიზნულიყო და იქიდან ლონდონში გადავიდა. ემიგრაციაში 1980 წლამდე იმყოფებოდა. მანამდე მის ნაცვლად მისი ძმა მირ ხერი ბეგი მართავდა ეზიდებს. 1981 წელს მირ თაჰსინ ბეგი ისევ სამშობლოში დაბრუნდა და ეზიდ ხალხს სათავეში ჩაუდგა. 2008 წლის აპრილში აშშ-ში  დეტროიტში და ვაშინგტონში ჩავიდა ადგილობრივი ეზიდური თემის მიწვევით, სადაც უშიშროების საბჭოს და სახელმწიფო დეპარტამენტის რელიგიის საკითხთა განყოფილების ხელმძღვანელობას შეხვდა.

2008 წლის 28 მაისს ის ვატიკანს ეწვია და რომის პაპს ბენედიკტ XVI შეხვდა.

2009 წლიდან მირ თაჰსინ ბეგი პერიოდულად გერმანიაში ცხოვრობდა.

2011 წ. საქართველოში ეზიდთა სასულიერო საბჭოს მოწვევით ეზიდთა უმაღლესი სასულიერო პირების დელეგაცია მირ თაჰსინ ბეგის და ეზიდთა სულიერი მამის ახტიარე მარგაჰე ბაბა შეიხ ხატოს მეთაურობით თბილისში ჩამოვიდა. დელეგაცია საქართველოს ეზიდ სათვისტომოს შეხვდა. ასევე დელეგაცია თავის რეზიდენციაში სრულიად საქართველოს კატოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიიღო.

საქართველოში ვიზიტის დროს ძალზედ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იყო მიღებული: პირველად ეზიდების ისტორიაში მირ თაჰსინ ბეგმა და ახტიარე მარგაჰემ ლოცვა-კურთხევა მისცეს ეზიდებს ერაყის ფარგლებს გარეთ ეზიდური ტაძრის მშენებლობაზე. ასევე მიღებული იქნა გადაწყვეტილება ეზიდური რელიგიის წიაღში დაბრუნების შესახებ იმ ადამიანებისა,ა ვინც სხვა რელიგიაში გადავიდა და მერე ისევ დაბრუნება ისურვა.

2012 წ. მირ თაჰსინ ბეგმა ახტიარე მარგაჰე ბაბა შეიხ ხატოსთან ერთად თბილისში ეზიდური ტაძარს საძირკველი ჩაუყარეს.

2012 წელს მირ თაჰსინ ბეგი პირველად ეწვია სომხეთის ეზიდებს და სოფელ აკნალიჩში ეზიდური სამლოცველოს გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

2015 წ. 8 იანვარს ვატიკანში მირ თაჰსინ ბეგის და რომის პაპის ფრანცისკეს შეხვედრა შედგა.

2018 წ. ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო მოსკოვში სრულიად რუსეთის პატრიარქთან შეხვერდაზე ჩასვლა და მის ნაცვლად მისი ვაჟი ჰაზიმ ბეგი იყო დელეგაციაში.

თავის ყველა შეხვედრაზე ის ითხოვდა ერაყში ნინევიის დაბლობის ტერიტორიაზე ეზიდურ-ქრისტიანული რეგიონის შექმნას ადგილობრი თვითმართველობით.

მასზე ორჯერ მოხდა დავდასხმა - 1992 წ. და 2003 წ.

გარდაიცვალა 2019 წლის 28 იანვარს ქ. ჰანოვერში. მისი დაკრძალვა დაბა ბაადრში (ერაყი) ემირთა საგვარეულოს სასაფლაოზე გაიმართება.

 

 

 

 

წინა გვერდი 

დღესასწაულები და ღონისძიებები

2024 წ.

    მარტი    

ორშ

სამ

ოთხშ

ხუთ

პარ

შაბ

კვ

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31

19 მარტი 2024

ბოლო სიახლეები

2024-03-16 - საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს და ეზიდური კულტურის ცენტრის ერთობლივი განცხადება

2023-07-07 - ეზიდთა სასულიერო საბჭოს განცხადება ტრადიციული ოჯახური ფასეულობების შესახებ

2023-03-16 - კლოჩა სარე სალეს დღესასწაული

2022-12-31 - გილოცავთ ახალ 2023 წელს!

2022-12-31 - კალენდარი - 2023

2022-06-26 - საქართველოს ახტიარის სიტყვა - 12.06.2022

2022-05-31 - შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში