ეზიდური კულტურის ცენტრში კურსები იხსნება
2019-01-08
ეზდითა სასულიერო საბჭო საქართველოში აცხადებს მიღებას ეზიდური რელიგიის, ისტორიის, მშობლიური ენის კურსებზე. სწავლა იწყება 12 იანვარს 13:00 საათზე. კურსები ჩატარდება ყოველ შაბათ-კვირას.
ასევე 12 იანვრიდან ყოველ შაბათს და კვირას 18:00 საათზე ყველა მსურველს შეუძლია დაესწროს ლექციების კურსს საქართველოში არსებული რელიგიების ისტორიის შესახებ. ლექციებს წაიკითხავს ამ დარგის სპეციალისტი ალექსანდრე ქავთარაძე. მსურველებს შეუძლიათ მობრძანდნენ ეზიდურ ტაძართან არსებული კულტურის ცენტრში. |