Georgian
Russian
Kurmanji
English

სიახლეები

03.08.2014 - ეზიდთა გენოციდის დღე შანგალში (ერაყი)

ავტორი: რუსტამ რზგოიან
2018-08-02

მრავალი საუკუნის განმავლობაში ეზიდი ხალხი დევნას განიცდის. 21 საუკუნეც გამონაკლისს არ წარმოადგენს. სადამ ჰუსეინის რეჟიმის დაცემის შემდეგ 2003 წ. ერაყი შიიტებისა და სუნიტების მრავალწლიანი მეტოქეობის ქაოსში აღმოჩნდა. ქვეყანაში რელიგიური ფანატიზმის აღზევება შეინიშნებოდა, რომელიც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭარით მიმდინარეობდა. ამ რელიგიური განსაკუთრებულობის და უნიკალურობის პროპაგანდის შედეგი გახდა დაუცველი უმсირესობების - ეზიდების, ქრისტიანების და სხვა ჯგუფების შევიწროვება და დევნა. განსაკუთრებით დაზარალდნენ ეზიდები და ქრისტიანები, რომლებიც რადიკალების მრავალი ტერორისტული იერიშის სამიზნე ობიექტად იქცნენ. პირველი საგანგაშო მოვლენა იყო ეზიდურ რეგიონში სინჯარში (შანგალი) 2007 წელს განხორციელებული ტერორისტული აქტი, რომლმაც 500-მდე ადამიანი იმსხვერპლა. ეზიდების დაცვის საბაბით სინჯარში ქურთული სამხედრო ფორმირებები პეშმარგა იყო შეყვანილი, მაგრამ ამით მდგომარეობა არ გამოსწორდა. ეზიდები ისევ დევნას განიცდიდნენ, რომელიც სირიაში შიდა დაპირისპირების დაწყბეისთანავე გახშირდა, ვინაიდან ერაყ-სირიის საზღვარი სხვადასხვა რადიკალური დაჯგუფებების კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა. აქედან ხდებოდა რადიკალების შეღწევა ერაყში.

2014 წელს ტერორისტულმა დაჯგუფებამ დაიშმა ქ. მოსული დაიკავა და ერაყის ჯარის გაქცევამ ეზიდების მდგომარეობა გაუარესდა. ჯიჰადისტებმა არაერთხელ გამოაცხადეს, რომ მოვლენ რეგიონში და ეზიდებს მიაღებინებენ ისლამს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკლავენ მათ. ადგილობრივი ეზიდების უხუცესები უშედეგოდ ცდილობდნენ  ხელისუფლებისგან შეიარაღება მიეღოთ თავდაცვის მიზნით. ამის შემდეგ ეზიდების ნაწილმა სინჯარის დატოვება გადაწყვიტა, თუმცა ერაყის ქურთისტანის ხელისუფლებამ მათ დაცვის გარანტია მისცა და სინჯარში 8000 პეშმარგა შეიყვანა.

2014 წლის 3 აგვისტოს დღემდე გაუგებარი მიზეზების გამო ქურთული პეშმარგა სინჯარიდან გავიდა, მოსახლეობის ევაკუაცია და გაფრთხილება არ განხოლციელდა. სინჯარში დაიშის ბოევიკები შეიჭრნენ. მათ რამდენიმე საათში დაიკავეს რეგიონის დიდი ნაწილი და ეზიდების ხოცვა დაიწყეს. გაეროს მოხსენების თანახმად, ტერორისტებს ეზიდების, როგორც ჯგუფის განადგურება ქონდა მიზნად  დასახული. ლონდონის ეკონომიკის და პოლიტიკური მეცნიერების  სკოლის კვლევის თანახმად, გენოციდს 10 000 ეზიდი ემსხვერპლა,  ეზიდური მოსახლეობის 2,2 % დახოცეს ან გაიტაცეს. ერაყის ქურთული ავტონომიის რელიგიის საკითხთა სამინისტროს ეზიდური განყოფილების ოფიციალური ინფორმაცის თანახმად:

03.08.2018- მდე ერაყში  ეზიდური მოსახლეობის საერთო რაოდენობა - 550 000

დაიშის ქმედებების შედეგად დევნილი ეზიდები - 360 000

დაღუპული ეზიდების რაოდენობა - 1293

ობლად დარჩენილი ეზიდი ბავშვების რაოდეობა - 2745

აფეთქებული ტაძრების და წმინდა ადგილების რაოდენობა -68

ერაყიდან ემიგრირებული ეზიდების რაოდენობა - 90 000

გატაცებული ეზიდების რაოდენობა - 6 417 (აქედან 3547 ქალი)

დაიშის ტყვეობიდან გაქცეული და განთავისუფლებული ეზიდების რაოდენობა - 3092

3325 დაკარგული ეზიდის ბედი დღემდე უცნობია.

დღეისთვის სინჯარში 70 მასობრივი საფლავი არის აღმოჩენილი.

ეზიდ ლტოლვილთა ბანაკების უმეტესი ნაწილი ერაყის ქურთისტანის ავტონომიის და სირისს ტერიტორიაზეა განლაგებული. მიუხედავად იმისა, რომ გენოციდის მერე 4 წელია გასული და სინჯარი ტერორისტებისგან არის განთავისუფლებული, ბაღდადსა და ერბილს შორის არსებული პრობლემების გამო ეზიდების დაბრუნება ვერ ხერხდება. ამის შედეგად ეზიდებს უწევთ არაადამიანურ პირობებში ცხოვრება ლტოლვილთა ბანაკებში, სადაც კარვებში ცხოვრობენ. ადგილობრივი კორუფციული სქემების გამო საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარება ხშირად არ აღწევს დანიშნულების ადგილს.

დღეს ათასობით ეზიდი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს კარვებისგან შემდგარ ბანაკებში ერაყის ქურთისტანის ტერიტორიაზე, თურქეთში და საბერძნეთში.

ეზიდური ეთნიკური ჯგუფი დღეს განადგურების წინაშეა. ასეთი მასობრივი გასვლა ახლო აღმოსავლეთიდან ეზიდურ ისტორიას არ ახსოვს. და ეს ყველაფერი ხდება მსოფლიო თანასაზოგადოების დუმილის პირობებში.

წინა გვერდი 

დღესასწაულები და ღონისძიებები

2018 წ.

    ოკტომბერი    

ორშ

სამ

ოთხშ

ხუთ

პარ

შაბ

კვ

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31

20 ოკტომბერი 2018

ბოლო სიახლეები

2018-08-17 - ეზიდთა სასულიერო საბჭო მადლობას უხდის ყველას ვინც მონაწილეობა მიიღო ტაძრის მშენებლობაში

2018-08-03 - თბილისში სამგლოვიერო ღონისძიებები ჩატარდა

2018-08-02 - 03.08.2014 - ეზიდთა გენოციდის დღე შანგალში (ერაყი)

2018-07-28 - ეზიდურ ტაძარს სტუდენტები ეწვივნენ

2018-07-17 - კონფერენცია "ინტერრელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის"

2018-06-20 - თბილისში ტავაფა ეზიდის დღესასწაული ჩატარდა

2018-05-27 - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

ვებ-გვერდი მომზადდა საქართველოში ეზიდთა სასულიერო საბჭოს მიერ, „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. ვებ-გვერდზე მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის ორგანიზაციის წევრებს და არ უნდა აღიქმებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაეროს ასოციაციის პოზიციად.