Georgian
Russian
Kurmanji
English

НОВОСТИ

ეზიდურ ტაძარს რაბი რეუვენ ფაირსტოუნი ეწვია

2018-04-28

27 აპრილს თბილისის ეზიდის წმინდა ტაძარს ეწვია ცნობილი მეცნიერი-თეოლოგი ლოს-ანჯელესიდან რაბი რეუვენ ფაირსტოუნი, რომელსაც თან ახლდა საქართველოს ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესის ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი. რაბი რეუვენი რეგენშტაინის პროფესორია და იუდაიზმის და ისლამის ცნობილი სპეციალისტია. მას ეკუთვნის სხვადასხვა ენებზე ნათარგმნი მრავალი ნაშრომი, მათ შორის  „მოგზურობა წმინდა მიწაზე. აბრაჰამ-იშმაელის ლეგენდები ისლამურ ეგზეგეტიკაში“, „შესავალი ისლამში იუდეველთათვის“ და სხვა. სტუმარი თბილად მიიღო ეზიდთა სასულიერო საბჭოს წინამძღვარმა რებარმა დიმიტრი ფირბარიმ, ხოლო ტაძრის მსახურმა მჯევრმა შეიხმა ნურიმ ტაძარი გააცნო სტუმარს. მხარეებმა რელიგიურ თემებზე ისაუბრეს, კერძოდ აბრამისებული რელიგიების შედარებაზე და ეზიდიზმსა და იუდაიზმში არსებული საერთო ნარატივებზე. ვიზიტის პერიოდში  რაბი რეუვენმა თბილისის უნივერსიტეტში და მშვიდობის კათედრალში წაიკითხა ლექციები ინტერრელიგიური ურთიერთობების თემაზე.

Предыдущая страница 

События и праздники

2024 г.

    Март    

Пн

Вт

Ср

Чт

Пт

Сб

Вс

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31

29 Март 2024

Последние новости

2024-03-16 - С праздником Клоча Саре сале!

2024-03-16 - Совместное заявление Духовного совета езидов Грузии и Центра езидской культуры

2023-03-16 - С праздником Клоча саре сале!

2022-12-31 - С Новым 2023 годом!

2022-12-31 - Календарь 2023

2022-05-31 - Встреча в Патриархате ГПЦ

2021-12-20 - Презентация книг в Центре езидской культуры