Georgian
Russian
Kurmanji
English

DENG Û BEHS

ეზიდთა სასულიერო საბჭოს განცხადება

2018-04-18

ბოლო დროს ეზიდურ საზოგადოებაში არსებობს გაუგებრობა, ზოგჯერ კი შეშფოთება საქართველოში ეზიდთა სასულიერო საბჭოს პოზიციის გამო, რომელიც ეხება მიცვალებულების გასვენებას ტაძართან არსებული დარბაზიდან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გაუგებრობა გამოწვეულია ეზიდური თემის ნაწილის ეზიდური კანონების და ტრადიციების გაუცნობიერებლობით, რომლებიც წინაპრებმა საუკუნეების განმავლობაში შეგვინარჩუნეს. ასევე ეს გამოწვეულია ზოგიერთი შეიხების და ფირების არასწორი მოღვაწეობით, რომლებმბაც წესის აგების რიტუალი აქციეს ფულის კეთების საშუალებათ და რომლებიც ამასთანავე არ ასრულებენ თავიანთ მთავარ მოვალეობას - არ უხსნიან მრევლს ეზიდურ სარწმუნოებას და კანონებს.

იმისთვის რომ გამოვასწოროთ არსებული მდგომარეობა და შევინარჩუნოთ ის რაც ჯერ კიდევ შეიძლება, საჭიროებს ხანგრძლივ  საგანმანათლებლო მუშაობას, რაც არის ჩვენი მიზანი, რომლის განხორციელებისთვისაც იყო აგებული ტაძარი და მასთან არსებული კულტურის ცენტრი.

საქართველოში ეზიდთა სასულიერო საბჭოს წესდება იუწყება, რომ ორგანიზაცია დაარსებულია ეზიდური რელიგიის, კულტურის, ენის და იდენტობის შენარჩუნების მიზნით. სვანაირად ტაძარს, რომელშიც არ სრულდება მსახურება, ქადაგება და რწმენის გაძლიერება აზრი ეკარგება. უნდა აღინიშნოს, რომ ეზიდთა სასულიერო საბჭო მოქმედებს წესდების თანახმად, რომელიც შექმნილია ეზიდური რელიგიური ტრადიციის მიხედბით.

ბოლო ექვსი თვის მანძილზე ეზიდთა სასულიერო საბწოს წევრებს დღის წესრიგზე გამოქონდათ საკითხი, რომლეც ეხებოდა დაშვებას ტაძართან არსებული დარბაზიდან იმ მიცვალებულებისთვის წესის აგება, რომლებსაც აქვთ დარღვევული ეზიდური რელიიგით არსებული ქორწინების აკრძალვები. ეზიდთა სასულიერო საბჭოს წევრების აზრი ორად გაიყო, მაგრამ საბოლოოდ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით ჩატარდეს კონსულტაციები ავტორიტეტულ სასულიერო პირებთან სხვადასხვა ქვეყნებში.

თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ გლობალიზაციის ეპოქაში, ჩვენ უნდა გამოვდიოდეთ არსებული რეალობიდან რომელშიც ჩვენ აღმოვჩნდით. ამიტომ ეზიდთა სასულიერო საბჭომ საქართველოში 04.08.2018 სხდომაზე ხმათა უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება იმ ეზიდებს ვისაც აქვს დარღვევული ქორწინების აკრძალვის ბურჯი მიეცეს საშუალება აეგოს წესი ეზიდური ტრადიციით ტაძართან არსებულ დარბაზში თუ ეს იყო მისი ბოლო სურვილი ან ამის შესახებ ითხოვენ მისი ოჯახის წევრები.

უფალმა გადაწყვიტოს ყოველივე ჩვენთაგანის სულის ბედი. ჩვენ განწობილნი ვართ მშვიდობისმოყვარეთ, მოწყალებით, და ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი გადაწყვეტილება გაგებით იქნება აღქმული.

უფალი გვფარავდეს ყველას!

Pela berî vê 

E'yd û çalakî

Sala 2024

    Adar    

Duş

Sêş

Çarş

Pêncş

Înî

Şem

Yekş

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31

28 Adar 2024

Recent news

 -