Georgian
Russian
Kurmanji
English

DENG Û BEHS

ეროვნულ მუზეუმში გამოფენა გაიხსნა სახელწოდებით – „რელიგიები საქართველოში“

2018-01-30

დღეს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ერთად, გახსნა გამოფენა – „რელიგიები საქართველოში“.
გამოფენის გახსნაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოში არსებული რელიგიური კონფესიები: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, საქართველოს მუსლიმი თემი, ებრაელთა თემი, სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია, კათოლიკური, ევანგელურ-ბაპტისტური, ევანგელურ-პროტესტანტული, ევანგელურ-ლუთერული, სახარების რწმენის ეკლესიები, ეზიდი თემი, კრიშნას ცნობიერების საზოგადოება, პარლამენტის, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და საგანმანათლებლო უწყებების წარმომადგენლები.

გამოფენის მიზანი წარმოადგენს საქართველოში რელიგიათა შორის და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, მათთვის ინფორმაციის მიწოდებას განსხავებული რელიგიების საქმიანობის შესახებ. გამოფენაზე ექსპონატების სახით წარმოდგენილია სხვადასხვა რელიგიური შესამოსელი, ლიტერატურა და სარიტუალო ინვენტარი.
პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში რელიგიურ მრავალფეროვნებას, შემწყნარებლობისა და ურთიერთპატივისცემის გარემოს განმტკიცებას. გამოფენა ეროვნულ მუზეუმში დრეიდან 6 თვის განმავლობაში უმასპინძლებს ვიზიტორებს.

Source: www.dogma.ge 

Pela berî vê 

E'yd û çalakî

Sala 2024

    Nîsan    

Duş

Sêş

Çarş

Pêncş

Înî

Şem

Yekş

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

25 Nîsan 2024

Recent news

 -